რუსეთსა და საქართველოს შორის ტელეხიდი შედგა

რუსეთსა და საქართველოს შორის ტელეხიდი შედგა

დღეს გაიმართა ტელეხიდი თბილისსა მოსკოვს შორის. ტელეხიდის ორგანიზატორი "РИА Новости"  იყო.


შეძლებს თუ არა ახალი მთავრობა იმ პოლიტიკის შეცვლას, რომელსაც წინა ხელისუფლება აწარმოებდა; რომელი პრობლემის მოგვარებაა, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი ურთიერთობის დასალაგებლად. ეს ტელეხიდის მთავრი თემები იყო.


ტელეხიდში თბილისიდან მონაწილეობდნენ "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი, ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე და ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე; მოსკოვიდან დუმის დეპუტატი ალექსეი მიტროფანოვი, საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი დენის ტიურინი, ბადრი მელაძე და ვლადიმერ ხომერიკი.


"ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ პროვოცირების, გაღიზიანების პოლიტიკა შეიცვალოს თანამშრომლობით.  გადაუჭრელი რჩება ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ არ ვაპირებთ ეროვნული ინტერესების ხარჯზე რაიმე პოლიტიკური კურსის გატარებას", _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.


კახა კუკავას განცხადებით, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის უკვე შეიცვალა. "მხარეებმა საუბარი დაიწყეს, რუსეთმა გამოხატა მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის, მთავარია საქართველოს მთავრობამ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები", _ მიაჩნია კუკავას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: