მართლა როდის დაბრუნდება გიგი უგულავა?

მართლა როდის დაბრუნდება გიგი უგულავა?

როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია წუხელ გვიან ღამით მერიამ გაავრცელა.

მოგვიანებით, როდესაც მერის წასვლა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ქვეყნიდან გაქცევად შეფასდა, პერსსამსახურმა კვლავ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერი ვიზიტს წყვეტს და სამშობლოში ბრუნდება.

„ივერიონი“, იმის გადასამოწმებლად, დაბრუნდა თუ არა უგულავა სამშობლოში, მის პრესსამსახურს რამდენიმე წუთის წინ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ უგულავა დედაქალაქში ხვალ დაბრუნდება.

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, ცოტა არ იყოს, დამაბნეველი აღმოჩნდა ჩვენთვისაც და მკითხველისთვისაც. თუმცა ვითარებაში სიცხადის შეტანას კვლაც მერიის პრესსამსახური შეეცადა, რომელიც „ივერიონს“ დაუკავშირდა და ამჯერად, საბოლოო და მათი თქმით, ნამდვილი ინფორმაცია მოგვაწოდა: დედაქალაქის მერი გიგი უგულავა საქართველოში დღეს საღამოს დაბრუნდება, თუმცა რომელ საათზე,  ვერ  დაგვიკონკრეტეს.

შეგახსენებთ, მერიის ოფიციალური განცხადებით, თბილისის მერი გიგი უგულავა, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: