რას ურჩევს ალასანია თინა ხიდაშელს?

რას ურჩევს ალასანია თინა ხიდაშელს?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელს რჩევებს აძლევს. როგორც ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს გორში, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ განუცხადა, სასიხარულოა, რომ მინისტრთა კაბინეტში თინა ხიდაშელის სახით ქალი მინისტრის წარდგენა მოხდა.

 

"თუ პარლამენტი თინა ხიდაშელის კანდიდატურას დაამტკიცებს და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მინდა, მას რამდენიმე რჩევა მივცე იზრუნოს ჯარისკაცებზე, გააგრძელოს ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ქვეყნის თავდაცისუნარიანობის გამტკიცებისთვის. ეს ეხება საჰაერო და სხვა თავდაცვითი სისტემების შეძენას. მე ვიცნობ თინა ხიდაშელს, იმედი მაქვს, რომ იზრუნებს ჯარისკაცებზე, დანარჩენს კი, დრო გვიჩვენებს. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოახერხებს იგი, იხელმძღვანელოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებით და არა ლოიალობით რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მიმართ", - განაცხადა ალასანიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: