ირაკლი სესიაშვილი: თინა ხიდაშელის დანიშვნა კოალიციური პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია

ირაკლი სესიაშვილი: თინა ხიდაშელის დანიშვნა კოალიციური პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია

 პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე თინა ხიდაშელის დანიშვნა კოალიციური პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი და შედეგია. როგორც სესიაშვილმა განმარტა, რესპუბლიკური პარტია მმართველი კოალიციის ნაწილია, ხოლო კოალიციამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნისთვის მიზანშეწონილია, თავდაცვის მინისტრის პოსტი თინა ხიდაშელმა დაიკავოს.

 სესიაშვილი მიიჩნევს, რომ  ჯანელიძე ძალიან კარგი მინისტრი იყო და წარმატებული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

"მადლობას ვუხდი მინდია ჯანელიძეს წარმატებული საქმიანობისათვის. ის ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო და ლოგიკურია კითხვა, თუ რატომ შეცვალეს მინისტრი, რომელიც იყო კარგი. მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობა. პოლიტიკურ თანამდებობაზე ადამიანები პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად ინიშნებიან. მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი და შედეგია. იმ ფონზე, როცა ჩვენ ვართ კოალიციური მთავრობა, კოალიციური უმრავლესობა, კოალიციური გუნდის პირობებში კოალიციის სუბიექტები ჩართული არიან აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში. ჩვენ გვყავს მინისტრები, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არიან, ისევე როგორც იყო "თავისუფალი დემოკრატების" პირობებში. აღნიშნული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაც სწორედ კოალიციური პროცესებისა და გადაწყვეტილებების ფარგლებში მოხდა", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: