გია ხუხაშვილი: კიდევ 6 მინისტრს გაათავისუფლებენ, ფინალი კი ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენება იქნება

გია ხუხაშვილი: კიდევ 6 მინისტრს გაათავისუფლებენ, ფინალი კი ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენება იქნება

ქსპერტია გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ 6 მინისტრს გადააყენებენ.ამის შესახებ ხუხაშვილმა "კვირის პალიტრასთან" საუბარისას განაცხადა.

"ალბათ, უახლოეს თვეებში კიდევ 6 მინისტრს გაათავისუფლებენ.­ საკადრო ცვლილებების მეორე ეტაპზე­ მთავრობას პოლიტიკურად მძიმე­წონიანი მინ­ისტრები დატოვებენ, ფინალი კი ირაკლი ღარიბაშვილის­ პრემიერობის მძიმე­ ტვირთისგან გათავისუფლება იქნება. მმართველი გუნდის თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ახალი მინისტრთა კაბი­ნეტი შემოდგ­ომისთვის უკვე დაკომპლექტებული­ იქნება. კო­ნ­კრეტულ პირებს ვერ დავასახელებ, თუმცა, დავით სერგეენკოსა და კახა კალაძეს შორის ერთ-ერთი ამ ფილტრაციას შეეწირება. არ გამო­ვრიცხავ, სამთავ­რობო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილისა და რიჩარდ ნორლანდის შეხვე­დრაზე დაგეგმილიყო... შინაარსობრივად, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინ­ისტრად დანიშვნა საინტერესო და სწორად გათვლილი პოლიტიკური­ ნაბიჯია. ოპოზიციური პარტიების "დამსახურებით" ხელისუფლების საგარეო მისწრაფებებზე კითხვები მრავლად არსებობს, ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა კი დასავლეთის პასუხად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, ცვლილებ­ების ფორმამ საბოლოოდ მაინც ქვეყანაში არსებული მმართველობის კრიზისი გამოავლინა", - ამბობს ხუხაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: