ენერგეტიკის მინისტრის დაფუძნებული "პროგრეს ბანკი" იყიდება

ენერგეტიკის მინისტრის დაფუძნებული "პროგრეს ბანკი" იყიდება

გაზეთი "ვერსია" სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ენერგეტიკის მინისტრის დაფუძნებული "პროგრეს ბანკი" იყიდება. გამოცემის ინფორმაციით, კალაძე ნელ-ნელა იშორებს ყველა იმ ბიზნესს, რომელთანაც მისი სახელი ასოცირდება. "პროგრეს ბანკი" 2008 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შედეგ 2012 წლის 31 ოქტომებს ბანკში წილი გაყიდა და მართვიდან გავიდა. "პროგერს ბანკის" 78,29%-ს საინვესტიციო ჯგიუფი "ვებიონი" ფლობს, 21,71% კი ბიძინა ივანიშვილი. ბანკის სამეთვალყურეო სბჭოს თავმჯდომარე ოფიციალური ინფორმაციით ლორენცო ჩიპრიანია. სამეთვლაყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კი ვიცე-პრემიერის მეგობარი ილია კეჭაყმაძე. 2011 წლამდე პროგრეს ბანკის 91,33% იანი წილის მფლობელი "კალა კაპიტალი" იყო, რომლის ბენეფიციარ- მესკუთრე კახი კალაძე იყო. 2011 წლიდან ბანკის ერთ-ერთი მეწილე ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც ბანკში 7,67 % შეიძინა, 2012 წლის 15 თებერვალს ივანიშვილმა ბანკში წილი 21,71%-მდე გაზარდა და მას ეს ტრანზაქცია 2 494 500 ლარი დაუჯდა. 1 ოქტმბრის არჩევნების შემდეგ, კანონის შესაბამისად, კალაძემ ყველა კომპანიაში საკუთარი წილი გაასხვისა, შესაბამისად გადადგა პროგეს ბანის საკმეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან. რატომ იყიდება "პროგრეს ბანკი" და ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამასთან დაკაშვირებით "ვერსიამ" ბანკის წარმომადგენლობას მიმართა, სადაც გამოცემას განუცხადეს, რომ კომენტარები ამ თემაზე 2 კვირაში გაეკეთება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: