დავით უსუფაშვილი: "მინდა სამართალდამცველებს შევახსენო, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს"

დავით უსუფაშვილი: "მინდა სამართალდამცველებს შევახსენო, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს"

ნუგზარ წიკლაურის მძღოლზე თავდასხმასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე განცხადება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გააკეთეს. სერგო რატიანი ხელისუფლებისგან დროულ გამოძიებას მოითხოვს.

 

"თუ უმოკლეს ვადაში არ იქნება გამოძიებული ეს შემთხვევა, ჩვენ შეგვექმნება ასევე საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ესეც დაგეგმილი არის ხელისუფლების მიერ," - განაცხადა სერგო რატიანმა.

 

ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტზე გამოძიებას მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარეც. დავით უსუფაშვილი სამართალდამცველებს მიმართავს და კითხვებზე პასუხების დროულად გაცემას ელოდება.

 

"პარლამენტის წევრი უნდა იყოს დაცული, მიუხედავად მისი შეხედულებებისა და პოლიტიკური მრწამსისა და მე კიდევ ერთხელ მინდა სამართალდამცველებს შევახსენო, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს. კითხვებზე პასუხის უნდა გაიცეს,"-დავით უსუფაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: