ფრთხილად, ყოველი „ლუქის“ ქვეშ სააკაშვილია!

ფრთხილად, ყოველი „ლუქის“ ქვეშ სააკაშვილია!

ეს რომ ასეა „რუსთავი-2“ -ს გუშინდელმა გადაცემამ ხალხის ხმა გვიჩვენა. დიახ უჭირს ხალხს! დიახ, შია ბევრს და შეიძლება ძალიანაც ბევრს! დიახ არ გაამართლა „ქართულმა ოცნებამ“! დიახ... და მრავალგზის დიახ!

ახლა მე დაგისვამთ ასეთ შეკითხვას დებო და ძმებო: სარგებლობს თუ არა ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობით სააკაშვილის იდეოლოგიის „საყვირი“ „რუსთავი-2“? სურს თუ არა დესტაბილიზაციის გამოწვევა „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას“? მიუხედავად იმისა, რომ გვშია, პასუხი საღი უნდა იყოს!

უი, მართლა მომშივნია ამ ბეჭდვაში!

ასე, რომ დებო და ძმებო, პასუხის გაცემაზე რომ იფიქრებთ, ისიც არ დაგივიწყდეთ: ფრთხილად, ყოველი ,,ლუქის“ ქვეშ სააკაშვილია!

თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: