დღეს სოხუმში „ჯარისკაცის მამის“ ჩვენება გაიმართება

დღეს სოხუმში „ჯარისკაცის მამის“ ჩვენება გაიმართება

ოფიციალური სოხუმი პატივს მიაგებს რეზო ჩხეიძის ხსოვნას

„პატივდების სიგელით“ დაჯილდოვებული  აფხაზი ქალბატონის ინფორმაციით  ბატონ რეზო ჩხეიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოფიციალურმა სოხუმმა, რაულ ხაჯინბას განკარგულებით  მიიღო გადაწყვეტილება, „ჯარისკაცის მამის“ ფერადი ვერსიის ჩვენებისა მთელი აფხაზეთის მასშტაბით.
ჩვენება გაიმართება დღეს, 20.00 საათზე საათზე აფხაზეთის ახალგაზრდული ცენტრის სპორტის კომიტეტის შენობაში.


აფხაზ დედათა კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, ფილმის ჩვენება დაგეგმილი იყო ბატონი რეზოს მონაწილეობით,  ოფიციალური სოხუმი დიდი კინორეჟისორის გამოჯანმრთელებას და მის სოხუმში სტუმრობას ელოდებოდა.


სამწუხატოდ, ბატონი რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო ვერ შედგა სახალხო დიპლომატიის ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა.
ოფიციალურმა სოხუმმა ასე მიაგო პატივი დიდი რეჟისორის ხსოვნას.


ქართული ერთობის დარბაზის
პრესცენტრი
07.05.2015წ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: