კახა კალაძე თურქ კოლეგას შეხვდა

კახა კალაძე თურქ კოლეგას შეხვდა

დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ტანერ ილდიზს შეხვდა.


მინისტრმა თურქ კოლეგასთან შეხვედრა თურქეთში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა. მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ენერგეტიკული ურთიერთობები განიხილეს.      ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას, საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.


გარდა ამისა, კახა კალაძემ მონაწილეობა მიიღო ენერგო-ეკონომიკურ სამიტში და თურქული კომპანიების Limak Kolin-ი, SANKO, ÇALIK HOLDİNG-ი და Eksim-ი წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: