Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (3)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
8-05-2015, 17:08
ნანახია: 769

რატომ იყო პრემიერის გამოსვლა ერთი დიდი ტყუილი?

"პრემიერის გამოსვლა იყო ერთი დიდი ტყუილი," - ეს შეფასება ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ, რადგან, მათი თქმით,  ქვეყანას პროფესიონალი, კომპეტენტური და საზოგადოებაზე მზრუნველი მთავრობა სჭირდება.

პრემიერის გამოსვლით უკმაყოფილებას გამოთქვამენ თავისუფალ დემოკრატებში. ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ მათ შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.

უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილისთვის კი გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს მთავრობის ახალ შემადგენლობას, რადგან ეს არის "პოლიტიკის ანი და ბანი". მისი თქმით, ღარიბაშვილის მთავრობას ნდობის რესურსი ამოწურული არ აქვს.