Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
9-05-2015, 15:09
ნანახია: 964

ვაკის პარკში ტრისტან წითელაშვილს საღებავი შეასხეს

ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით მისულ პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილს საღებავი შეასხეს. 

როგორც წითელაშვილმა განაცხადა, ის ვაკის პარკში მივიდა, რათა ვეტერანებისთვის დღევანდელი დღე მიელოცა, თუმცა, პარკში შესვლის დროს მას "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებთანაც ფიზიკური დაპირისპირებდა მოუხდა.

"ვაკის პარკში შემოსვლის დროს აქ დამხვდა "ნაციონალური მოძრაობის" კრიმინალური ბანდა, რომელსაც "თავისუფალი ზონა" ჰქვია და მოხდა ჩემსა და მათ შორის შეტაკება. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, მაგრამ პოლიციამ განმუხტა სიტუაცია. გპირდებით, ასე არ დავტოვებ და ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს. ყველა აგებს პასუხს ამ უმსგავსობის გამო. ეს გაყიდული ახალგაზრდები არიან და მე მათ აუცილებლად მოვთხოვ პასუხს", - აღნიშნა წითელაშვილმა.

მისივე თქმით, "თავისუფალი ზონის" აქტივისტებმა მას საღებავი შეასხეს, რომელიც მის გვერდზე მყოფ პირებსაც მოხვდა. 

„ინტერპრესი“