NDI: საქართველოში მდგომარეობა არ შეცვლილა

NDI: საქართველოში მდგომარეობა არ შეცვლილა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, რიგ საკითხებთან მიმართებაში, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოში მდგომარეობა არ შეცვლილა ან გაუარესდა.


უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით როგორც შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში: სამუშაო ადგილებთან მიმართებაში გამოკითხულთა 4% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა; 47%-ს აზრით არ შეცვლილა, 45%-ის შეფასებით კი - გაუარესდა. დანარჩენებმა აირჩია კატეგორია "არ ვიცი" ან პასუხიგან თავი შეიკავა.


რაც შეეხება ფასების ზრდას, გამოკითხულთა 1%-ის აზრით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 8%-ის შეფასებით არ შეცვლილა, 90% კი მიიჩნევს, რომ ვითარება გაუარესდა.


სიღარიბე: 3%-ის აზრით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 39%-ის აზრით - არ შეცვლილა, 56%-ის შეფასებით გაუარესდა.
ტერიტორიული მთლიანობა: 1% - გაუმჯობესდა, 74% - არ შეცვლილა, 21% - გაუარესდა. ხელმისაწვდომი ჯანდაცვა: 56% - გაუმჯობესდა, 26% - არ შეცვლილა, 14% - გაუარესდა. განათლება: 26% - გაუმჯობესდა, 51% - არ შეცვლილა, 9% - გაუარესდა. სასამართლო სისტემა: 18% - გაუმჯობესდა, 43% - არ შეცვლილა, 12% - გაუარესდა. სიტყვის თავისუფლება: 43% - გაუმჯობესდა, 39% - არ შეცვლილა, - 9% გაუარესდა.


კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: