ვერის ბაღში ადამიანის თავის ქალა და ძვლები იპოვეს

ვერის ბაღში ადამიანის თავის ქალა და ძვლები იპოვეს

თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევთან, ვერის ბაღში სამუშაოების დროს მუშებმა ადამიანის თავის ქალისა და ძვლების ნაწილები იპოვეს. როგორც ადგილზე "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასის" მუშებმა განუცხადეს, თავის ქალა და ძვლის ფრაგმენტები მათ რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. ვერის ბაღში კომპანია "თელასი" სამუშაოებს სადენების ჩასაწყობად აწარმოებს. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტი ვერის პარკში ძველი სასაფლაოს არსებობას უკავშირდება.
ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: