„კაცური კაცები“ და „მამალი ქალები“

„კაცური კაცები“ და „მამალი ქალები“

„ჩვეულებრივ, არსებობენ ჰომოსექსუალი და ჰეტეროსექსუალი ადამიანები. კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ამაზე საერთოდ პოლიტიკოსების გამოკითხვა გიწევთ. ეს ადამიანების არჩევანი, მათი ცხოვრებაა. მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა და შეურაცხმყოფელი განცხადებები, მოკლედ ვიტყვი, ძალიან სამწუხაროა“.

თინათინ ბოკუჩავა პარლამენტის წევრი უმცირესობიდან

გეთანხმები, სხვის საქმეში ჩარევა და ცხვირის ჩაყოფა უტაქტობაა და ამისთვის შეიძლება გაილახოს კიდეც „ცხვირის ჩამყოფი“... მაგრამ, გოგონი, მე ალბათ შენი ბაბუის ხნის ვიქნები და გაცილებით მეტი ვიცი ამ ცხოვრების ასავალ დასავალი(იმ ცნობილ გაზეთზე არ ვლაპარაკობ)!

შენობით იმიტომ მოგმართავ,რომ ჩემი შვილიშვილის ხნის იქნები. იცი შენ საერთოდ რა არის ჰომოსექსუალიზმი და რა შედეგები მოაქვს?

არ იცი, ბაბუ! აშკარად გეტყობა რომ არ იცი და აქეთ გვასწავლი!

ჰოო, არ არის ავადმყოფობა! ჯერ კიდევ როდის თქვა ეგ ცხონებულმა ფროიდმა: „ჰომოსექსუალურობა ავადმყოფობა არ არის,ეს სექსუალური ორიენტაციის არჩევანი და ნებაყოფლობითი სურვილია“.

თინა, იცი შენ, რომ ჰომოსექსუალები ცდილობენ უმცირესობიდან უმრავლესობაში მოხვდნენ (როგორც ამას „ნაციონალები“ აკეთებენ დიდი მონდომებით)? ცდილობენ და საკმაოდ „მუხლჩაუხრელდაც“. ისინი ჰომოსექსუალიზმის პეოპაგანდას ეწევიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით!

გეი აღლუმები, ჰომოსექსუალიზმის რეკლამაა, აბა რა არის?!

რატომ მიტარებ გეი აღლუმს ჩემი სათაყვამებელი შოთა რუსთაველის პოროსპექტზე?

შენ არა, ცისფერებს და ვარდისფერებს ვეკითხები!

მე ხომ არ გამოივდივარ ქალაქის ცენტრში, ჩემი კაცური ორიენტაციის საჩვენებლად და პროპაგანდისთვის დედიშობილა?

ქართველები სულ სხვა ტრადიციის და „ორიენტაციის“ ხალხი ვართ და ვერასდროს შევიცვლით „სექსუალურ მიმართულებას“...

თუმცა ჩვენშივც არაიან გეები და ლესბოსელები, ქართველებში, ჰო!

ისე, რა მოსაწონია მაღალქუსლებზე შემდგარი პომადიანი კაცი ან „ვაჟკაცი“?

ან, ქალი, კაცს რომ გავს, ისეთი ლამაზია, ვითომ?

ალბათ მოძალებულმა ჰომოსექსუალიზმმა გააჩინა ცნება „კაცური კაცი“ -კაცობის დეფიციტი იგრძნობა და იმიტომ!

„ვაჟკაცი“ ქალიც რა სათქმელია? ეგ ტენდენციაც აშკარად იგრძნობა „დავაჟკაცდნენ“ ქალები! ფემინიზმი სხვა არფერია, თუ არა ლტოლვა კაცურობისკენ! გადაშენდება ადამიანის მოდგმა! არა და, ხომ იცი რა ცოტანი დავრჩით?

საზოგადოდ არა! ქართველებზე ვამბობ! ჩინელებს თურმე ერთი მილიონი გეი და ლესბოსელი ჰყავს, ჩვენ მგონი საერთოდ ვართ მაგდენი!

ჩინელებს რა ენათვლება,ორი მილიარდია!

ისე, რატომ ამახვილებთ ყურადღებას ამ თემაზე?

იმ ამერიკასა და ევროპაში იმდენი კარგი და გადასარევია, ვერ აგიწერ! ვიცი მე რასაც ვამბობ! მსოფლიო მოვიარე, ყველა კონტინენტზე ვარ ნამყოფი და სხვათაშორის ძალით არავის უცდია ჩემი „გაცისფერება“!

თუმცა, ნიუ იორკში გეი აღლუმს რომ შევესწარი და ვნახე როგორ გამოწვევად იქცეოდნენ გეები და ლესბოსელები, მივხვდი, რომ ეს ამ „საქმის“ დიდი რეკლამა და პროპაგანდა იყო!

ეგეც რომ არა, ხომ ხარ ქრისტიანი? და თუ ხარ, ისიც უნდა იცოდე, რომ მამათა და დედათმავლობა ერთ-ერთი დიდი ცოდვაა ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვითდ?

ჰოდა, რა ვუყოთ ახლა ამ საქმეს? არა, გეებს და ლესბოსელებს ცხვირპირი არ უნდა დავუმტვრიოთ, რა საკადრისია! მაგრამ თუ გაბედავენ და გამოვლენ, ჩვენ ეროვნული ცეკვები და სიმღერები დავახვედროთ, ქართულად, ჩვენებურად!? ასე ვფიქრობ, მე და ალბათ ასე ფიქრობს ყველა ნამდვილი კაცი და ქალი საქართველოში!

ახლა ამაზე გამეცი პასუხი: გაათხოვებ შენ ვაჟს, ვაჟზე? გაათხოვებ, გეკითხები? ვიცი არ გესიამოვნა!

მამაძაღლური, შემოგდებული პროვოკაციაა სექსუალური უმცირესობის დაცვის თემა საქართველოში!

ასე რომ, ახალგაზრდა ხარ,მთლად ბავშვი და ნუ გაგაბრიყვებენ შენ პარტიაში ბუდემოწყობილი „კაცური კაცები“ და „მამალი ქალები“

თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: