თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების პროცესი დაპირისპირებით მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების პროცესი დაპირისპირებით მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების პროცესის დაწყებამდე ხმაური იყო. შელაპარაკება ბრალდებულებისა და ვაზაგაშვილის ახლობლებს შორის მოხდა.


იური ვაზაგაშვილის დამ მანანა ვაზაგაშვილმა ბრალდებულები მკვლელებად მოიხსენია, რასაც დაკავებულების ოჯახის წევრების რეაქცია მოჰყვა.
"პოლიციელს იარაღი უნდა ეჭიროს და არა შპრიცი და ნარკოტიკი. თქვენი ძმა კი წამალს ყიდდა",- მიმართა ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელმა, მანანა ვაზაგაშვილს.


ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კორტების საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმე გაიყო. დაკავებულების: ფირცხალავას, ნაკანის, ბეროძის, ცააძის და კვინიკაძის საქმე ერთად განიხილება, დანარჩენი 6 სპეცრაზმელის კი - ცალკე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: