საქალაქო სასამართლოში დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე 2012 წლის 15 ნოემბერს შემდეგი პირები დააკავეს:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა;

 

2. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი;

 

3. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი;

 

4. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილე ზაალ მაისურაძე;

 

5. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე;

 

6. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი;

 

7. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი;

 

8. შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია;

 

9. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე;

 

10. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე;

 

11. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი;

 

12. კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.

 

ამასთან, დაკავებულთაგან ორ პირს - შოთა ხიზანიშვილსა და ვაჟა ლელუაშვილს აღმკვეთ ღონისძიებას ხვალ შეუფარდებენ. ბრალის ოფიციალური წარდგინება კი, კანონით განსაზღვრული ვადის მიხედვით, დღეს უნდა მოხდეს. 

 

ხიზანიშვილი და ლელუაშვილი 15 ნოემბერს, ღამით, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: