„შიზოფრენიული პროექტი"-რამ აღაშფოთა ნიკა მელია?

„შიზოფრენიული პროექტი"-რამ აღაშფოთა ნიკა მელია?

 "შიზოფრენიული პროექტი,"- ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია, თბილისის მერიის მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მირზა შაფის ქუჩაზე მშენებლობას კომპანია "დე მარკი" განახორციელებს.

 

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ამბობს, რომ პროექტი არ ჯდება ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში და მისი მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს.

 

"მერია მხოლოდ ინვესტორის ინტერესებს ითვალისწინებს და არ ითვალისწინებს ისტორიული ტერიტორიის მნიშვნელობას. ეს არის უძველესი ქუჩა რომელიც იქნება გაგრძელება ამ ისტორიული უბნის. ამ შიზოფრენიული პროექტის განხორციელება ვერასოდეს ვერ მოხდება და ეს თბილისის მთავრობამ კარგად უნდა იცოდეს," - აცხადებს ნიკა მელია. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: