ნაციონალური ორთაბრძოლის მორიგი რაუნდი-ჭიაბერაშვილი ჯაფარიძის წინააღმდეგ

ნაციონალური ორთაბრძოლის მორიგი რაუნდი-ჭიაბერაშვილი ჯაფარიძის წინააღმდეგ

4 დეპუტატის გადაწვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრები გამოეხმაურნენ.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, "ეს არ იყო პოლიტიკური ლიდერის განცხადება, რადგან კითხვის ნიშნები კიდევ უფრო მეტი გაჩნდა, ვიდრე პასუხები," რასაც დეპუტატის თქმით მთელი საზოგადოება ელოდა.

 

"შედეგი იმისა, რა ნაბიჯიც გადადგეს ნაციონალური მოძრაობის აწ უკვე ყოფილმა წევრებმა, არის ღარიბაშვილის და ზოგადად მთავრობის მინისტრების აღტაცებული სახეები, თითქოს ისინი შეძლებენ ამით რაიმე პასუხისმგებლობა აირიდონ იმ სიღარიბეზე, იმ ქვეყნის უკუსვლაზე საითკენაც მიაქანებენ საქართველოს," - განმარტა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ძალიან მყარად დგას ფეხზე და ის არის ძირითადი ოპოზიციური ძალა.

 

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, საით უნდა წავიდეს ქვეყანა  და ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენ აუცილებად წინ წავიყვანთ ამ ქვეყანას," - განაცხადა ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: