ბიზნესობმუდსმენს ბიზნესის ტერორში ადანაშაულებენ

ბიზნესობმუდსმენს ბიზნესის ტერორში ადანაშაულებენ

კომპანია MN Georgia-ს მფლობელი ბიზნესობმუდსმენს ბიზნესის ტერორში ადანაშაულებს. ვახტანგ გოძიაშვილი დღეს გიორგი გახარიას და ბიზნეს ასოციაციის წევრების შეხვედრაზე შესვლას შეეცადა, თუმცა მას წევრობის არქონის გამო დასწრების უფლება არ მისცეს. ამის შემდეგ კომპანია MN Georgia-ს მფლობელმა განცხადება გააკეთა და მისი კომპანიისთვის სამუშაოების შესრულების გაუქმების გადაწყვეტილების მიღებაში გიორგი გახარია დაადანაშაულა.

ბრალდებებს დღეს ბიზნესომბუდსმენმაც უპასუხა.

"ჩემთან შეხვედრა არასოდეს ყოფილა პრობლემა. ბიზნესის ტერორის ბრალდებაზე ჯობია ბიზნესმენებს დაელაპარკოთ და მათ გააკეთონ კომენტარი," - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: