რას ეტყოდა პეტრე ბაგრატიონი დღეს ვლადიმერ პუტინს?

რას ეტყოდა პეტრე ბაგრატიონი დღეს ვლადიმერ პუტინს?

ბაგრატიონთა შტოს თვალსაჩინო წარმომადგენელმა, რუსეთის ყვალზე ნიჭიერმა მხედართმთავარმა, პეტრე ბაგრატიონმა, მთელი თავისი ცხოვრება რუსეთის ერთგულებას შეწირა. პატრე ბაგრატიონს ნაპოლეონთან „უთიერთობა“ ჯერ კიდევ 1905 წელს მოუხდა, როცა ფრანგებისა და რუსების სამხედრო ძალები შეეჯახნენ სამკცდრო სასიცოცხლო ბრძოლაში ავსტრიის დედაქალაქ ვენასთან. ნაპოლეონმა ვენა დაიპყრო და კუტუზოვის ჯარს დაედევნა. კუტუზოვმა, სხვა ოფიცრების თანდასწრებით მამც მხედართმთავარ „პიოტრს“ დაავალა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა შეეჩერებინა ფრანგები, ვიდრე კუტუზოვი რუსეთის სამხედრო ძალებს სამშვიდობოს გაიყვანდა. კუტუზოვი დაემშვიდობა პეტრე ბაგრატიონს გულში ჩაიკრა და უთხრა: - შვილო, აპატიე „მამას“ შენ ლომებთან ერთად სასიკვდილოდ რომ გიმეტებ! მაგრამ შენი „ზვარაკი“ რუსეთს გადაარჩენს და ასეთი სიკვდილი ალბათ უნდა ინატროს ნებისმიერმა მამულიშვილმა!... დამშვიდობებისას კუტუზოვმა ბაგრატიონს პირჯვარი გადაწერა და გაქუსლა... ერთი კვირა იგერიებდა პეტრე ფრანგების შემოტევას თავისი მცირერიცხოვანი ძალებით და როცა შიკრიკმა აცნობა, რომ კუტუზოვი სამშვიდობოს არისო, თავის გადარჩენილი ორასიოდე ჯარისკაცს და ოფიცერს უბრძანა ხმლები ეშიშვლათ, წინ თვითონ გაუძღვა და ხელჩართული ბრძოლით დაიწყო ფრანგების აკაფვა, ამასობაში ერთი ფრანგი ოფიცერი ხმლის ტარით დაარეტიანა, ცხენზე ხურჯინივით გადაიკიდა, ფრანგ მედროშეს საფრანგეთის დროშა გამოსტაცა და დასისხლიანებული, ტყვიით ფეხში დაჭრილი პეტრე ბაგრატიონი, ფრანგული დროშით და დატვვევებული ოფიცრით კუტუზოვს დაეწია.

 

ამ გმირობისთვის პეტრე ბაგრატიონს გენერალ ლეიტენატის წოდება და წმინდა გიორგის ბაფთიანი ჯვარი უბოძეს. ბაგრატიონი, მეორედ ბოროდინოს ბრძოლაში შეეტაკა ნაპოლეონს და ამჯერად სასიკვდილოდ დაიჭრა ფეხში, მიუხედავად ექმიების კატეგორიული მოთხოვნისა მან ბრძოლის ველი არ მიატოვა. ამის გამო სერიოზული ჭრილობა დაუჩირქდა და განგრენა განუვითარდა. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე პეტრეს ადიუტანტის ხმადაბალი საუბარი ჩაესმა, ოფიცრებს მიმართავდა: - ბატონებო, ნაპოლეონ ბონაპარტემ მოსკოვი აიღო. ყვალასთვის გასაკვირად პეტრე ბაგრატიონი წამოხტა და ამ სამიოდე სიტყვის თქმაღა მოახერხა სიკვდილის წინ - „Москва! Москва! Москва!“ რომ მოხდეს სასწაული და რუსეთისთვის თავდადებულმა პეტრე ბაგრატიონმა კვლავ შეძლოს „წანოხტომა“ ...მას შემდეგ რაც შეიტყობს რომ „იმპერატორმა“ ვლადიმირ პუტინმა ვერაგულად დაიპყრო მისი მშობლიური საქართველოს 22 პროცენტი, დარწმუნებული ვარ პეტრე ბაგრატიონს გული გაუსკდებოდა და მისი ბოლო სიტყვები იქნებოდა: - Вова, вы сука сударь! P.S. საოცარია!ნიჭიერი ქართველები იმ დროსაც რუსეთში ახერხებდნენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას!

თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: