რას ურჩევს ელისო კილაძე პრემიერ ღარიბაშვილს?

რას ურჩევს ელისო კილაძე პრემიერ ღარიბაშვილს?

"იქნება ხმაურიანი დაჭერები"- მორიგ პროგნოზს აკეთებს ჟურნალისტი ელისო კილაძე და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების, რომელიც ღარიბაშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის" სამ ნაწილად დაყოფასთან დაკავშირებით გააკეთა, საპასუხოდ ამბობს, რომ მან არ იცის რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში, თუმცა იცის რა მოხდება ქართულ ოცნებაში. ელისო კილაძე "პირველ რადიოსთან" საუბარში პრემიერ ღარიბაშვილს რჩევას აძლევს:

 

"პრემიერ-მინისტრისაგან განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის შიდასამზარეულოში ჩახედული არა ვარ. რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში, მან შეიძლება ჩემზე კარგად იცოდეს იმიტომ, რომ მისი ცოლის ნათესავები ყველა სხვადასხვა ფორმით და დოზით გარიგებულები არიან ნაციონალური მოძრაობის გარკვეულ პირებთან, ამიტომ შეიძლება მას ეს ინფორმაცია ჰქონდეს. მე ვიცი რა შეიძლება მოხდეს ქართულ ოცნებაში და პრემიერ ღარიბაშვილს ვურჩევ მიხედოს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს და დაფიქრდეს რა ბედი ელის მისი ცოლის ნათესავებს. მე მგონი შორის აღარ არის ის დრო, როცა ახდება ჩემი კიდევ ერთი პროგნოზი და იქნება ხმაურიანი დაჭერები, პრემიერის ცოლის ახლო გარემოცვიდან" განაცხადა ელისო კილაძემ "პირველ რადიოსთან" გაკეთებულ კომენტარში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: