Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (3)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
1-06-2015, 14:50
ნანახია: 871

„მიმდინარეობს კოორდინირებული შეტევა მოზარდი თაობის ფსიქიკაზე, რაც მიზნად ისახავს მათ ცნობიერებაში უზნეობის ინსტალაციასა და ღირებულებათა სისტემის მოშლას“

ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე ფეისბუქ-სტატუსს ავრცელებენ, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა საზოგადოების ყურადღება შევაჩეროთ იმ შემაშფოთებელ ტენდენციებზე, რომელიც ყველა სახელისუფლებო შტოში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლობით გააქტიურებას მოჰყვა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ მათ ხელშია საპარლამენტო, აღმასრულებელი, საპრეზიდენტო და სასამართლო ხელისუფლებების საკომანდო სიმაღლეები. რესპუბლიკურ პარტიასთან არის აფილირებული ე.წ. ნომენკლატურული არასამთავრობოები და ელექტრონული მედია. რესპუბლიკური პარტია არის მსოფლიო "ლიბერალური ინტერნაციონალის" (ლიბერალ ინტერნატიონალ) ნამდვილი წევრი. "ლიბერალური ინტერნაციონალში" გაერთიანებულ პარტიებს ნაკისრი აქვთ ვალდებულება, ადამიანის უფლებათა დაცვის ეგიდით, საკუთარ ქვეყნებში შექმნან პოლიტიკური პირობები იმისათვის, რომ ე. წ. გენდერული იდენტობის ნიშნით, ანტიდისკრიმინაციული ანტურაჟის საფარქვეშ, დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება.
ბოლო დროს სატელევიზიო სივრცეში კოორდინირებული საინფორმაციო შეტევა მიმდინარეობს ადამიანის და, განსაკუთრებით, მოზარდი თაობის ფსიქიკაზე, რაც მიზნად ისახავს მათ ცნობიერებაში უზნეობის ინსტალაციასა და ღირებულებათა სისტემის მოშლას.
აღნიშნული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ასევე გამოყენებულია ფორმალურად მაღალი დამოუკიდელობის ხარისხის მქონე - სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელმაც წინა კვირაში იუსტიციის მინისტრს წინადადებით მიმართა, რომ ტრანსგენდერთა უფლებების დაცვის მოტივით, შემუშავდეს და დამტკიცდეს სამოქალაქო აქტებში სქესის ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურული წესი.
სახალხო დამცველი არ ამახვილებს სათანადო ყურადღებას ადამიანის სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების დაცვის ჭრილში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ხელისუფლების მხრიდან სამართლიანობის აღდგენის დაპირებული და შეუსრულებელი პოლიტიკური პირობა, მოქალაქეთა უზრუნველყოფა საარსებო მინიმუმით, მონოპოლიები მედიკამენტებსა და ენერგომატარებლებზე, პარლამენტის მიერ აღიარებული პოლიტპატიმრების რეაბილიტაციაზე და სხვა უმწვავეს პრობლემებზე. სამაგიეროდ მთელი მისი ყურადღება გადატანილია გარედან თავსმოხვეულ "საშინაო დავალებებზე", რომელთა დღის წესრიგი გაწერილია "ლიბერალური ინტერნაციონალის" მიერ და გამოიყენება "ურჩი" ქართული საზოგადოების დასამორჩილებლად, რასაც ცხადია აღსრულება არ უწერია“.

ზვიად ტომარაძე (დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი)
სოსო მანჯავიძე (საკრებულოს წევრი)
დიმიტრი ლორთქიფანიძე (უფლებადამცველი)