ვინ უთვალთვალებს სააკაშვილს?

ვინ უთვალთვალებს სააკაშვილს?

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მასზე თვალთვალი ხორციელდებოდა. "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში ის ამბობს, რომ რამდენიმე ქვეყანაში დაპატიმრებული ჰყავთ სუს-ის მაღალჩინოსნები, როლებიც სააკაშვილზე თვალთვალს ახორციელებდნენ. ექსპრეზიდენტი არ აკონკრეტებს რომელ ქვეყნებში დააკავეს სუს-ის წარმომადგენლები.

 

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას მალევე მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია. მინისტრის მოადგილე მიხეილ სააკაშვილზე თვალთვალს კატეგორიულად გამორიცხავს.

 

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს თვალთვალთან დაკავშირებით არასერიოზულად აღიქვამენ მმართველ გუნდში. ნაციონალურ მოძრაობაში კი არ გამორიცხავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა გაგრძელდა სუს-ის აგენტების კონკრეტული გვარები გაასაჯაროონ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: