"ხელისუფლებავ, სასწრაფოდ დაინტერესდი!"

"ხელისუფლებავ, სასწრაფოდ დაინტერესდი!"

"ხელისუფლებავ, სასწრაფოდ დაინტერესდი!" – ამ სათაურით გაზეთი "ასავალ-დასავალი" დღევანდელ ნომერში მკითხველს სამშენებლო ტექნიკისა და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ "დომინოს" შესახებ ვრცელ სტატიას სთავაზობს.

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სავაჭრო ცენტრ "დომინოს" მშენებლობა, რომელიც კახეთის გზატკეცილზე შენდება, 18 ჰექტარზე მიმდინარეობს. მშენებლობაზე 300 ადამიანია დასაქმებული. "ასავალ-დასავალი" დაინტერესდა, თუ ვინ არიან დასაქმებულები მშენებლობაზე და დღევანდელ ნომერში მკითხველს თითქმის ყველა იმ პირის ვინაობას უმხელს, თუ ვინ არიან ეს პირები.

 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თითქმის ყველა დასაქმებული პირი "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი ხელისუფლების შს სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირია, რომლებიც შს ყოფილ მინისტრთან – ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირები არიან. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ჰიპერმარკეტ "დომინოს" მშენებლობას კომპანია "სი-ბი-დი დეველოპმენტი" აწარმოებს, რომელიც ჰოლანდიაში არსებულ ერთ-ერთ ფირმას ეკუთვნის და მისი მფლობელები ცნობილი მილიარდერები: პლატონ ლებედევი და მიხეილ ხოდორკოვსკი არიან. აღნიშნულ კომპანიას კი თბილისში ლიტვის მოქალაქე ტომას გიჟასი აწარმოებს. "სავაჭრო ცენტრსა და მშენებარე ობიექტების დაცვას ხელმძღვანელობს ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებელ საქმეში, მათ შორის ლაფანყურის სისხლიან სპეცოპერაციაშიც ფიგურირებს. ჰიპერმარკეტის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ხიზანიშვილი. ეს ის ხიზანიშვილია, რომელიც ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილელოებდა და რომლის გვარიც ერთ-ერთი პირველი ეწერა ცხონებული იური ვაზაგაშვილის სკანდალურ და საბედისწერო სიაში, რომელიც მან მკვლელობამდე სამი დღით ადრე ბიძინა ივანიშვილს წარუდგინა.

 

წყაროს ცნობით, ჰიპერმარკეტ "დომინოს" უსაფრთხოების სამსახურში ასევე დასაქმებულები არიან: შს სამინისტროს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ზვიად თავართქილაძე, კახეთის სამხარეო პოლიციიის ყოფილი უფროსი კახი გიგოლაშვილი, შს სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ჭიღლაძე, კონტრტერორისტული ცენტრის სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ნადარაია და ჩუღურეთის რაიონის ყოფილი გამგებელი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის მეუღლე დავით დაღელაშვილი. მოკლედ, ეს "დომინო" ჰიპერმარკეტი და სავაჭრო ცენტრი კი არა, "ნაცმოძრაობისა" და მერაბიშვილის დროინდელი შსს-ს ფილიალი გამოდის. ფაქტია, რომ ეშმაკს და "ნაცმოძრაობას" არ სძინავთ! ფაქტია, რომ სააკაშვილი და მისი ნაცნარჩენები რევანშიც განსახორციელებლად და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერზე წამსვლელები არიან! მოვუწოდებ კომპანია "სი-ბი-დი დეველოპმემნტის" ხელმძღვანელს, ლიტვის მოქალაქეს, ბატომ ტომას გიჟასს, რომელიც ჰიპერმარკეტ "დომინოს" სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს – ბატონ ტომას გიჟას, ნუ გახდებით ნაგიჟარი სააკაშვილისა და მისი ბანდის გიჟური ზრახვების მონაწილე! ", – ნათქვამია სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" სანდო წყაროზე დაყრდნობით დღეს გამოაქვეყნა.

წყარო: „კვირა.გე“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: