მინისტრის დუმილი- სუბარის 120 000 $ სკანდალი

მინისტრის დუმილი- სუბარის 120 000 $ სკანდალი

ამ სათაურით ავრცელებს ინფორმაციას „პირველირადიო“, რომელიც დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც გაზეთ "ქრონიკა+" გამოქვეყნდა და მოგვაინებით თავად ირაკლი კორძაიამაც დაადასტურა. საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სოზარ სუბარი ამ დრომდე დუმს. დევნილთა მინისტრს ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია და როგორც "პირველ რადიოს" მის უწყებაში განუცხადეს, კომენტარი არ გაკეთდება-"ნათლად ჩანს, რომ თითიდან გამოწოვილი და რა კომენტარი უნდა გაკეთდეს?"- განუცხადეს "პირველ რადიოს" სამინისტროს პრესსამსახურში.

 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კორძაიას, სოზარ სუბარს და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის შეხვედრა "რუმსში", ხარძიანის დასაფლავებმადე შედგა, სადაც კორძაიას თანამდებობის პირებმა ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გია უდესიანის სახელის დავიწყება მოსთხოვეს, სანაცვლოდ კი თანხა- 120 000 დოლარი შესთავაზეს. ინფორმაცია კორძაიამ თავად დაადასტურა "ნეტგაზეთთან" საუბარში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: