ლევან მამალაძის საქმეზე პროკურატურამ ხელახალი გამოძიება დაიწყო

ლევან მამალაძის საქმეზე პროკურატურამ ხელახალი გამოძიება დაიწყო

ლევან მამალაძის საქმეზე პროკურატურაში ხელმეორედ დაიკითხა საქმის რამდენიმე მოწმე, ეს პროცესი უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება. როგორც ცნობილია, ქვემო ქართლის ყოფილი გუნერნატორის საქმეზე უწყებამ ხელახალი გამოძიება დაიწყო. ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, არსებობს მთავარი მოწმე, მაღალჩინოსანი, რომელიც ჯერ არ დაკითხულა. მისივე მტკიცებით, ის აღარ არის საქართველოს მოქალაქე და დაკითხვის შემდეგ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ასევე, როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშე მყოფებმა წლების წინ მამალაძის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს, ამის მიზეზად კი დაცვის მხარე მათზე განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს. მათ ამჯერად უარყვეს ის ბრალდებები, რაც მამალაძის საწინააღმდებო ჩვენებაში მიუთითეს.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს 2006 წელს ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგასლიზებისთვის 17 წელი დაუწრებლად მიუსაჯეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: