რუსეთში საქართველოს იმიჯის გასამყარებლად

რუსეთში საქართველოს იმიჯის გასამყარებლად

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთის, "კომსომოლსკაია პრავდას" სპეციალური კორესპონდენტი გალინა საპოჟნიკოვა ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რათა გაერკვია, თუ რეალურად როგორია ქართველების დამოკიდებულება დიდი სამამულო ომისადმი, ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიისა და მომავლისადმი, რუსი ერისადმი.

 

ჟურნალისტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი სწორად გაერკვა ვითარებაში: ქართველების დიდი უმრავლესობა რუს ერს არ მიიჩნევს მტრად, პატივს მიაგებს დიდი სამამულო ომის გმირებს და სურს, ნორმალური ურთიერთობები იყოს მეზობელ რუსეთთან. ხოლო ის ჯგუფები, რომლებიც ქართულ-რუსული ურთიერთობებისადმი მტრულად არიან განწყობილნი, უღირსად იქცევიან და შეურაცხყჰყოფენ დიდი სამამულო ომის სიმბოლიკას, მარგინალები არიან.

 

არ შედგა საქართველოს მტრების პროვოკაცია: გვარი ქანთარია, მათი ნების საწინააღმდეგოდ, რუსი ადამიანების ცნობიერებაში დაკავშირებული იქნება ომში ერთიანობასთან, ჩვენი წინაპრების გმირობასთან. ანუ ისე, როგორც უნდა იყოს.

 

ამრიგად, რუსულმა გამოცემამ აქცენტი პოზიტიურ მომენტებზე გააკეთა, რითაც რუსეთში საქართველოს დადებითი იმიჯის გამყარებას შეუწყო ხელი. შეიძლება, გალინა საპოჟნიკოვას რეპორტაჟში ქართველი მკითხველებიდან ვინმეს რომელიმე პასაჟი არ მოეწონოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია საქართველოს იმიჯი რუსეთში, რომელიც უნდა გამყარდეს.

 

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ არაფერს აკეთებს. ამიტომ ისევ ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის კი წინა პლანზე ევრაზიის ინსტიტუტი დგას, გვიწევს ამ მძიმე ამოცანის განხორციელება. რუსულ პრესაში საქართველოს შესახებ პოზიტიური ინფორმაციების გასვლა კეთილსინდისიერი რუსი ჟურნალისტების სურვილია და, ამასთან ერთად, ჩვენი დამსახურებაც არის.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: