შეძენილია მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მოსმენა-ყურება იყო

შეძენილია მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მოსმენა-ყურება იყო

წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან შეძენილია მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მოსმენა-ყურება იყო. 

ამ ნივთის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პალიტრა თV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მისი გაყიდვა სურს, თუმცა არ იცის ვის მიჰყიდოს, რადგან "რთულად წარმოსადგენია ისეთი პარანოიკული მოთხოვნილებების სახელმწიფოს პოვნა, ვისაც ყიდვის სურვილი ექნება". 

"არის საკმაოდ დიდი რაოდენობის ქონება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის ბიუჯეტით არის შეძენელი და რომელიც თავდაცვის სამინისტროს არაფერში სჭირდება. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში არის რაღაც, რასაც არავინ იცის რა ჰქვია და რომელშიც ძალიან ბევრი ფული – რამდენიმე ათეული მილიონია გადახდილი. მას ერთადერთი ფუნქცია და დანიშნულება ჰქონდა – ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისთვის უნდა მოესმინათ და ეყურებინათ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ობიექტი არის "სტუდიისხელა რაღაც, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, უნდა მიიტანო, დაამონტაჟო და ის უსმენს, უყურებს, იწერს და ყველაფერს ხედავს". ხიდაშელმა აქვე აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყების თანხებით ასეთი ტიპის ბევრი ნივთია შეძენილი. 

„ინტერპრესი“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: