სომეხმა პარლამენტარმა ქართულ სოფლებში სპეცნაზი შეიყვანა-საქართველოს მთავრობა ჰყავს?!"

სომეხმა პარლამენტარმა ქართულ სოფლებში სპეცნაზი შეიყვანა-საქართველოს მთავრობა ჰყავს?!"

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელის, ზურაბ ქუმსიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობის პრობლემებზეა საუბარი.

თევზაძე აცხადებს, რომ თუ ეს ფაქტი დადასტურდა, გაჩნდება ლეგიტიმური კითხვა, საქართველოს მთავრობა საერთოდ ჰყავს? თევზაძის  განცხადებით, ფეისბუქის მომხმარებელმა ზურაბ ქუმსიაშვილმა ფეისბუქის საშუალებით ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: "დამირეკეს ტაბაწყურელებმა და მითხრეს, რომ ორი დღის წინ ვარდან აივაზიანმა (სასომხეთის პარლამენტარი) ვან ბაიბურთისა და ქართველი მაღალჩინოსანი პოლიციელის დახმარებით, სოფლებში _ ტაბაწყურში და მოლითში პოლიციის სპეცდანიშნულების 150 კაციანი ზონდერჯგუფი შეიყვანა. აგრეთვე რამდენიმე სახანძრო ავტომანქანა, რათა წყლის ჭავლი მიეშვათ მოსახლეობისთვის (300 ოჯახი). ქართველთმოძულე აივაზიანმა გაანადგურა ტაბაწყურის მხარე და 1000$-ად ხელში ჩაიგდო ტბაც და მიმდებარე 40 ჰექტარიც. ახლანდელი მთავრობა უნიათოდ იქცევა, რაც ეჭვებს ბადებს. "ბეზპრედელ" ქმედებას არ აქვს საზღვარი!“

გიორგი თევზაძე მიმართავს ძალოვან სტრუქტურებს, ხელისუფლებას და გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესებას სთხოვს.

„უნდა მოხდეს  შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება და სრულყოფილად შესწავლა, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, მაშინ აუცილებელია სტრუქტურების მხრიდან სახელმწიფოებრივი მიდგომა. სხვა შემთხვევაში გაგვიჩნდება ლეგიტიმური კითხვა, საერთოდ საქართველოს ხელისუფლება ჰყავს? ან შეიძლება, რომ  მისი იმედი ვიქონიოთ თითეულმა ჩვენთაგანმა?!“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: