Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (8)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
8-06-2015, 15:12
ნანახია: 843

რატომ უნდა გაუქმდეს „ეროვნული ბანკი“?

"ახალი პოლიტიკური ცენტრი" ეროვნული ბანკის გაუქმებისა და მის ნაცვლად, სავალუტო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელსაც ეროვნულ ბანკზე გაცილებით შეზღუდული ფუნციები ექნება. გარდა ამისა, მათი წინადადებაა, ლარი აღარ იყოს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება და მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ეკონომიკურ საქმიანობაში ის ვალუტა გამოიყენონ, რომელსაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. 

"ახალი პოლიტიკური ცენტრის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ლარის კურსი უნდა იყოს ფიქსირებული დოლართან, ევროსთან და ამ ვალუტების კალათასთან მიმართებაში. 

ამ თემაზე დღეს პარლამენტში ბრიფინგი გამართა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომლის განმარტებითაც, ლარის სტაბილურობის მისაღწევად რეფორმა სწორედ აღნიშნული მიმართულებით უნდა გატარდეს. 

"რეფორმის შედეგად მივიღებთ იმას, რომ ლარის გაუფასურების რისკები დავა ნულამდე. მოქალაქეებს აღარ გაუძვირდებათ უცხოურ ვალუტაში გამოტანილი სესხი და აღარ გაუუფასურდებათ ლარში გაკეთებული დანაზოგი, ხოლო, ვისაც აქვთ ფიქსირებული ხელფასი ლარში, აღარ შეუმცირდებათ შემოსავალი, დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე, ვეღარ მოხდება მთავრობის მხრიდან პროდუქტებზე ხელოვნურად ფასების ზრდა, ხელი შეეწყობა ინვესტიციების შემოსვლას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, შექმნილი სავალუტო კრიზისის ფონზე, მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საუბარი გიორგი ქადაგიძის პასუხისმგებლობაზე უკიდურესად საშიშია, რაც დარტყმას აყენებს ფინანსურ სისტემას, აფრთხობს ინვესტორებს და აძლიერებს არასტაბილურობის განცდას. ამასთან, ჯაფარიძის აზრით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მომავალი წლის თებერვალში, როდესაც გიორგი ქადაგიძეს ვადა ამოეწურება, "ქართული ოცნება" შეეცდება პირდაპირ მართული პრეზიდენტი აირჩიოს ეროვნულ ბანკში, რაც საბოლოოდ ჩამოშლის ეროვნულ ვალუტას.

"სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ დავიცვათ სახელმწიფო და ხალხი არასტაბილურობისგან და სავალუტო კრიზისებისგან. აღნიშნული ცვლილებების მომზადება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში, რათა მომავალი წლიდან შესაძლებელი იყოს მონეტარული სისტემის ახალ მოდელზე გადასვლა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.