როგორი ევროპისკენ მიისწრაფვოდნენ ჩვენი წინაპრები და როგორია ევროპა დღეს!

როგორი ევროპისკენ მიისწრაფვოდნენ ჩვენი წინაპრები და როგორია ევროპა დღეს!

დიდი ხანი ვფიქრობდი, მომეკიდა თუ არა ხელი ამ უაღრესად პრობლემური თემისთვის, რადგან ტრადიციული სიწმინდეებისადმი ჯეროვანი დამოკიდებულება დღეს სადავოა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ, სამწუხაროდ, საქართველოშიც კი!

დღევანდელ ევროპაში, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს და ვერ დაგვიდგენია, თუ რამ გამოიწვია იმ ევროპელი ერების ესოდენ ტოტალური გარყვნა და ბიბლიური ღირებულებებისგან უკუქცევა, რომლებიც ქრისტიანული მრწამსისა და ტრადიციული მორალური თუ ზნეობრივი ღირებულებების დასაცავად ინკვიზიციის კოცონზე გასვლასაც კი არ უკრთოდნენ.

მართლაც რომ შეუცნობელია ღვთიური გზა!

მაგრამ ახლახან საჩუქრად მომიძღვნეს დიდი ქართველი ფილოსოფოსისა და ლიტერატურის კრიტიკის კლასიკოსის კონსტანტინე კაპანელის წიგნი "რენესანსი ლიტერატურაში" (წიგნი მისახსოვრა კონსტანტინე კაპანელის შვილიშვილმა, ქალბატონმა რუსუდან კაპანელმა, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებ მას). სწორედ ამ წიგნმა ამიხილა ბევრ რამეზე თვალი და კიდევ ერთხელ მინდა მოვუთხრო მკითხველებს იმ ჩვენს მდიდარ ტრადიციებზე, რომელსაც დღესაც კი ვერ შესწვდებიან ოცნებით ის ევროპელები, რომლებიც "ცხოვრებასა და ჭკუას გვასწავლიან".

მატიანის გაცრეცილი ფურცლები უტყუარად ღაღადებენ, რომ ქვეყნის გარედან წამოსული სიძნელეების არქონა თითქმის ყოველთვის იწვევს შიდადაძაბულობას. გაიხსენეთ _ როცა ქართველებს, წლების განმავლობაში, უცხო მტრის შემოსევა არ ემუქრებოდათ, შუაზე გაიყოფოდნენ და ერთმანეთს დაერეოდნენ ხოლმე. ამის მაგალითად თუნდაც ბაზალეთის სამარცხვინო ომი გამოდგება. ასე იყო ევროპაშიც _ ქართველი ქრისტიანებისგან განსხვავებით, მათ ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, თითქმის არასდროს უწევდათ ომი ქრისტიანული რელიგიის დასაცავად, ეს ფუნქცია მთლიანად რომის პაპს ჰქონდა თავის თავზე აღებული, მეფეები და დიდგვაროვნები კი ერთმანეთს ქონებისთვის ებრძოდნენ. საქართველოს რელიგიის ისტორია, ამ მხრივ, დამძიმებული უამრავი მსხვერპლით _ შუშანიკი, აბო ტფილელი, რაჟდენ პირველმოწამე, დავითი და კონსტანტინე, შალვა ახალციხელი, 100.000 წმინდა მოწამე, გარეჯის მონასტერში უმოწყალოდ დაჩეხილი 2.000 ბერი და სხვა რამდენიც გნებავთ...

ამიტომაც არის ქართველ კაცში ესოდენ ძლიერი მართლმადიდებლური მრწამსი, განსხვავებით ევროპული კათოლიკური სარწმუნოებისა, რომელიც უკვე ლამის სულს ღაფავს ევროამერიკელი ლიბერასტების ძალისხმევის გამოისობით.

ვერც ჯვაროსნულ ომებს განვიხილავთ რელიგიის გადასარჩენად გამართულ სამხედრო კამპანიად. ამ ომების ძირითადი მიზანი ქრისტეს საფლავის ურჯულოებისგან გამოხსნა წარმოადგენდა, უფრო კონკრეტული მიზანი კი მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე ამ ომის ორგანიზატორების გამდიდრება იყო. თავად წარმოიდგინეთ _ ვიდრე ჯვაროსანთა ლაშქარი ქრისტეს სამშობლომდე გზას გაივლიდა, დამშეული ჯარისკაცები სწორედ იერუსალიმის მარშრუტზე მდებარე ქრისტიანულ სოფლებს ძარცვავდნენ და საკვების გარეშე სტოვებდნენ, რაც მათი შიმშილითა და ტანჯვით სიკვდილისთვის გამეტებას ნიშნავდა.

ამრიგად, ჯვაროსნულმა ომებმა უფრო მეტად ქრისტიანული სამყარო დააზარალეს, ვიდრე მუსულმანური. ამ ფაქტისადმი საქართველოს მეფის კარის დამოკიდებულება თავისთავად მიანიშნებს იმდროინდელი საქართველოს მმართველების პოლიტიკურ გამჭრიახობაზე, რომლის აშკარა დეფიციტს განიცდიდნენ ევროპელი მმართველები.

1089 წელს, როცა 15 წლის დავითი (მომავალი "აღმაშენებელი") საქართველოს ტახტზე დაჯდა, პირველი, რაც მან მოიმოქმედა, იყო ის, რომ რომის პაპს მისწერა წერილი, რომელმაც ლამის შუაზე გახეთქა კონკლავი. ბუნებრივია, რომ ამ წერილის ავტორი იქნებოდა მეფის აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი, რადგან გამორიცხულია, რომ 15 წლის ყრმა მეფეს მსგავსი პოლიტიკური გამჭრიახობა და გამოცდილება ჰქონოდა.

დავითი წერდა რომის პაპს, რომელიც 1096 წლის პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას ამზადებდა, ვერავითარი ჯვაროსნული ლაშქრობებით ქრისტეს საფლავს ურჯულოებისგან ვერ დავიხსნით და ამის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს _ იერუსალიმში უნდა აღვადგინოთ ებრაელთა სახელმწიფო და ეს უნდა გავაკეთოთ ესპანეთისა და სურამის ებრაელთა ბაზაზე, ვიდრე მათაც არ შეპარვიათ ევროპული შიშიო.

არ დაიჯერა მაშინ რომის პაპმა ქართველების შეგონება და შესაბამისი შედეგიც დაუდგა _ მრავალგზისი ჯვაროსნული ლაშქრობით ქრისტეს საფლავი ვერ დაიხსნეს, საქრისტიანოს კი დიდი ზიანი მიაყენეს!

მაგრამ ეს ყოველივე საქართველოსათვის მაინც კეთილად დაგვირგვინდა, რადგან მადლიერმა სურამელმა ებრაელებმა დიდძალი ოქრო შეუგროვეს და საჩუქრად გადასცეს საქართველოს დაცარიელებულ სახელმწიფო ხაზინას, რითაც დავითმა დაიწყო ბრძოლა საქართველოს გამთლიანებისათვის.

სამწუხაროა, რომ ამაზე ქართველი მემატიანე ჯიუტად სდუმს!

ამრიგად, გარე საფრთხის უქონლობამ ევროპის ქრისტიანულ სამყაროში შიდა საპროტესტო განწყობები გამოავლინა და აღმატებულ ხარისხშიც აიყვანა.

შიდარელიგიური წინააღმდეგობები ევროპაში თავს იჩენს მე-14 საუკუნის დასაწყისში, როცა ქართველები მედგრად ებრძვიან მისი რელიგიური მრწამსის გასანადგურებლად მოვარდნილ მუსულმანურ ტაიფუნს დევიზით: "ქრისტესა და ქართველობისათვის"!

ურჯულოებთან უთანასწორო ომებში ერთმანეთის მიყოლებით ეცემიან ქრისტეს სჯულის დამცველი ქრისტიანები, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერდება ქართველ ადამიანში ქრისტიანული რწმენა და ეს სიძლიერე ეფუძნება არა ბრმა რელიგიურ ფანატიზმს, არამედ ქართული საზოგადოების იმ შინაგან კულტურასა და და შემოქმედებით სულისკვეთებას, რომელმაც ქართველებს გვიბოძა "ვეფხისტყაოსანი", "ამირანდარეჯანიანი", "ვისრამიანი", "ბარამიანი", ჰაგიოგრაფიული ჰიმნები...


ეს გახლავთ ქართული რენესანსის ეპოქა!

აი, როგორ აღწერს კონსტანტინე კაპანელი ევროპული რენესანსის წარმოშობას: "რენესანსი გათავისუფლების პერიოდია შუა საუკუნეებით დაღლილი ადამიანებისათვის. რენესანსის ცხოვრების სტილი დაკავშირებულია დიდი ქალაქების საქმიანობასთან. ადამიანებმა შეიმუშავეს ახალი სოციალური გარემოს შესაბამისი განწყობა. ჩნდება გონების კულტი, აზრის პატივისცემა, ტანის, სხეულის, სივრცის, სილამაზის ესთეტიკური გრძნობა.

რომანტიკა ეუფლება სულს, ფეოდალური კარჩაკეტილობა ირღვევა. ეკლესიური განწყობილება ადგილს უთმობს საერო ხასიათის გრძნობებს. ღვთისმშობელი ეკლესიურ გამოსახულებაში ემსგავსება მადონას. პოეტები ეტრფიან ბეატრიჩეებს, ლაურებს, ფიამეტებს..."

სიტყვა "რენესანსი" ფრანგულ ენაზე "ხელახლა დაბადებას" ნიშნავს, ზოგიერთ შემთხვევაში _ "გამოცოცხლებას". ამ სიტყვას დღესაც გეოგრაფიულ საზომ ერთეულად იყენებენ ევროპელები და ამ მცნებაში გულისხმობენ ბერძნულ-ელინური კულტურის აღდგენას. რეალურად კი, როცა მე-13 საუკუნის მიჯნაზე ევროპის აბსოლუტური მონარქიები ისტორიულად ვითარდებოდნენ ფეოდალებისა და ვაჭრების ერთმანეთთან ბრძოლაში და იბადებოდა ევროპული რენესანსის იდეა, უკვე მე-12 საუკუნის საქართველოში "ვეფხისტყაოსნით" დაიხურა ქართული რენესანსის დიადი ეპოქის პირველი ეტაპი.

ასე რომ, ევროპაში ჩვენ კულტურული შრეების საძებრად არ წავიდოდით, რადგან საკუთარი კულტურული შრეები ვეღარ ეტეოდა ერთი სახელმწიფოს საზღვრებში...


ზოგადად რენესანსი, რომელიც მეოცე საუკუნეში მაოს მიერ გაზრდილ-გამოკვებილმა ჩინელმა იდეოლოგებმა "კულტურულ რევოლუციად" მონათლეს, ყველა ქვეყანაში ერთიდაიგივე კალკით ვერ ჩამოყალიბდებოდა. იგი ევროპის ქვეყნებშიც კი ვერ ჩამოყალიბდა თანაბარზომიერად. მაგალითად, გამორიცხული იყო რენესანსის აღორძინება იმ ესპანეთში, სადაც ლამის ყველა მოსახლის ეზოში ინკვიზიციის კოცონი გიზგიზებდა და მამა შვილებს წვავდა კოცონზე კუდიანობის ბრალდებით. ინგლისში რენესანსის შემობრძანება აღინიშნა ვატიკანისგან გათიშვითა და ანგლიკანური ეკლესიის წარმოქმნით. რაც შეეხება გერმანულ რენესანსს, იგი ლუთერის მიერ გამოცხადებულ ეკლესიის რეფორმას (თუ ობიექტურად შევაფასებთ _ კათოლიკური ეკლესიის რღვევას) უფრო უკავშირდება, ვიდრე გოთური კულტურისა და ხელოვნების აღმავლობას...

საქართველოში რენესანსი საზოგადოების სულიერი მოთხოვნის პროდუქტი გახლდათ და როგორც ზემოთ ვთქვი, სწორედ ამ მოთხოვნამ შვა "ვეფხისტყაოსანი", "ამირანდარეჯანიანი", "ვისრამიანი", "ბარამიანი", ჰაგიოგრაფიული ჰიმნები...

ქართული რენესანსი ჰეროიკულია და სიყვარულის სილამაზეს უმღერის,  ევროპული რენესანსი ცალკეულ გენიათა განუსაზღვრელი თავისუფლებაა, რაც ასევე შობს პეტრარკას, დანტეს, ბოკაჩოს, სერვანტესს, ლოპე დე ვეგას, კალდერონს, გოეთეს, შილერს... მაგრამ, როგორც კი ეს განუსაზღვრელი თავისუფლება ბრბოს საკუთრებაში გადადის, მაშინვე ხდება გენიოსთა ნაწარმოებების თვითნებური ინტერპრეტირება და შედეგად ვიღებთ სიძვას, გარყვნილებას, მაზოხიზმს, ინცესტს!

ევროპული და ქართული რენესანსის წიაღსვლათა შედარებისთვის მოვიყვან მხოლოდ "ვეფხისტყაოსანს", რომელიც დაწერილია დიდი ესთეტიკურ-აკადემიური და ლიტერატურული კულტურით. ფილოსოფოსთა აზრით შუა საუკუნეთა სიღრმეში ქართული გონება უფრო სწორად არკვევს ხელოვნების ბუნებას, ვიდრე ევროპის აზროვნების დიდი წარმომადგენელი _ კანტი. ამიტომ, არავინ იცის რა მიმართულებას აიღებდა ევროპული რენესანსი, დიდ ევროპელ შემოქმედთ რომ რუსთაველის უკვდავი პოემის გაცნობის საშუალება ჰქონოდათ.

მაგრამ ევროპიდან მივიღეთ ის, რაც მივიღეთ!

კათოლიკე ბერები ერთმანეთთან რომ გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ (საკუთარ უსაქციელობას ამართლებდნენ იმით, რომ ბიბლია და სხვა წმინდა წერილები მხოლოდ ქალებთან ხორციელ ვნებას გვიკრძალავსო) და, არც თუ იშვიათად, მონაზონ ქალებთანაც ერთობოდნენ, ამაზე ევროპული ქვეყნების ეკლესიის მატიანე პირუთვნელად ღაღადებს, ბოკაჩოს ნაწარმოებებს და ყოფილი კარდინალის, კათოლიკური ეკლესიიდან ექსორიაქმნილი ლეო ტაქსილის "გულახდილ აღიარებებს" რომ თავი გავანებოთ. კერძოდ, ჯოვანი ბოკაჩო თავის ჩანაწერებში აღნიშნავს: "ადამიანი ადამიანია. ეკლესიამ და სქოლასტიკამ ვერ ჩაკლა ადამიანის გულში სიყვარულისა და გატაცების სურვილები".

სწორედ ამის შედეგი გახლდათ ის, რომ ბერები და აბატები, მიუხედავად კათოლიკური მორალის ასკეტური ხასიათისა, გაგიჟებით დასდევენ მონასტრებში შეხიზნულ ქალებს, თავიანთ ვნებიან განწყობილებებს ქალებიც ამჟღავნებენ. განსხვავებით რუსთაველის უკვდავი პოემისა, ბოკაჩოს ნაწერებში იგრძნობა ევროპული ყოფის სიცოცხლისადმი ორგანული წყურვილი, "ისმის გულისთქმა და გატაცებათა ჟღერა, მათი მუსიკა..."

აღარაფერს ვამბობთ პირველი ღამის უფლების სამარცხვინო ტრადიციაზე, როცა ოჯახის შექმნის უფლება ყმას სენიორისაგან უნდა მიეღო, მაგრამ თუ ქალი სენიორს მოეწონებოდა, პირველ ღამეს თავისთვის დაიტოვებდა. (შეადარეთ ეს ანტურაჟი "ვეფხისტყაოსნის" გმირების სულიერებას, რომლებიც ზნეობის უმაღლეს მწვერვალამდე არიან ასული).

მაღალი ზნეობრიობა და უმწიკვლო სულიერება საქართველოში განსაკუთრებითაა გამძაფრებული მე-19 საუკუნეში _ დიდმა ილია ჭავჭავაძემ კი მძინარე ქალის შიშველ მკერდზე თვალის ერთი შევლებისათვის განდეგილ ბერს საშინელი ამქვეყნიური სატანჯველი მოუვლინა, ესეც არ აკმარა და საკუთარ განცდებს შესწირა მსხვერპლად, ხატთან ლოცვად დაყუდებული მონანიე განდეგილი.

ჭეშმარიტად, ქართული სულიერება მართლმადიდებლური რელიგიური ზეობის კულმინაციაა, რომელსაც არ შეიძლებოდა არ ეშვა წამებული უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გაბრიელ ბერი, მამა ილია კარტოზია!..

მოკლედ, დიდი მუხრან მაჭავარიანის არ იყოს:

"არა! სხვისი მისაბაძი,
რა მჭირს, _ თვარა, კი!"

ილიას ნაწარმოებში გაზვიადებული არაფერია _ ქართველი სულიერი მოძღვრები მართლაც ამ უზენაესი პრინციპებით ცხოვრობდნენ. გაზვიადებული კი ის ბოლშევიკური ანტირელიგიური პროპაგანდა გახლდათ, რომლებიც საკუთარი ტყავიდან ძვრებოდნენ საეკლესიო მოღვაწეების ცხოვრების წესის გასამასხრებლად და რომ არა ბუნებით მორწმუნე სტალინის კეთილი ნება, (დღეს ბელადის რელიგიური მრწამსი აღარავისთვისაა სადაო) საბჭოთა კავშირში მართლმადიდებლური რელიგიური მსახურება სიკვდილის მუქარით იქნებოდა აკრძალული ებრაელი მასონი ლევ ტროცკისა და მისი მიმდევრების მიერ.

სწორედ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის ტალღას მოყოლილი, ბედის უკუღმართობით რუსეთის ჭირად აღზევებული ებრაელი მასონების (რომელთა სრულად ამოძირკვა ვერ მოახერხა თვით "ყოვლისშემძლე" იოსებ სტალინმაც კი) ნაშიერები და გენეტიკური მემკვიდრეები არიან დღევანდელი სააკაშვილები, ბოკერიები, თარგამაძეები, გაბაშვილები, დარჩიაშვილები, თაქთაქიშვილები, ბურჭულაძეები, დეისაძეები, თუთბერიძეები და დანი და ძმანი მათნი. მათ კი ყბედობის უფლებასა და საშუალებას აძლევენ ის ანგარებიანი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ნაყროვანებისა და ხორციელი სურვილების დასაკმაყოფილებლად არიან შეკედლებული წმინდა საეკლესიო სფეროს!

და ეს ყველაფერი მოდის იმ გასაძაგლებული ევროპიდან, რომელიც ერთ დროს ასკეტიზმამდე დასული პურიტანიზმის აკვანს წარმოადგენდა. ამიტომაც ისმის ლოგიკური შეკითხვა:

_ როგორი ევროპისაკენ მიისწრაფვოდნენ ჩვენი წინაპრები და როგორია ევროპა დღეს?

ფაქტია, რომ იმ დროისთვის უკვე სულიერებაშემოძარცვული ევროპისკენ ჩვენ მორალური და მართლმადიდებლური მრწამსის დაცვის ასპექტთა შესასწავლად არ გავეშურებოდით. ჩვენ მხოლოდ ჩვენი რელიგიისა და ეთნიკური კულტურის გადარჩენაში თანადგომაც ვთხოვდით ევროპელებს, ვთხოვდით სამხედრო თანადგომასა და დახმარებას, რადგან ინდენად დიდი იყო მუსულმანური სამყაროს დაწოლა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მართლმადიდებლური რელიგიური მრწამსი დიდი საფრთხის წინაშე იდგა. მაგრამ ევროპელებმა არად შეისმინეს ჩვენი აჯა და ხელცარიელი გამოუშვეს "თხოვნად გადახვეწილი" საბა საფრანგეთიდან.
 
არავის სურდა, რომ იმ დროს საკმაოდ მომძლავრებულ ოსმალეთისა და სპარსეთის სამხედრო მანქანას დაპირისპირებოდნენ ციცქნა საქართველოს გულისთვის, რადგან საკუთარი ქვეყანა და ხალხი ჰყავდათ გადასარჩენი ოსმალური ექსპანსიისაგან.

სწორედ ამან განაპირობა მეფე ერეკლეს ჩრდილოური არჩევანი, თუმცა, ეს უკვე სხვა საუბრის თემა გახლავთ, იმის გათვალისწინებით, რომ ურთიერთობათა დარეგულირებისა და დარეგულირების შემდგომაც, არც ეს გზა გახლდათ მოფენილი ია-ვარდით!

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველ ადამიანს ნამდვილად არ სჭირდება დღეს ის ცოდვილი და ნამუსახდილი ევროპა, რომლის ძირითად ადამიანურ ორიენტირს მხოლოდ ჰომოსექსუალთა გალაღება და ერთსქესიანთა ქორწინება წარმოადგენს და რომელიც დიდი მონდომებით იბრძვის ინცესტის და სხვა გარყვნილებათა დასაკანონებლად!

როლანდ ჯალაღანია,
გაზეთ "ილორის" მთავარი რედაქტორი

P.S. ვიცი რომ ეს წერილი აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს და მას არც კრიტიკოსთა მწვავე ისრები დააკლდება, მაგრამ ეს ჩემი პირადი თვალსაზრისი გახლავთ, რომელსაც არავის ვახვევ თავს. უბრალოდ, გადმოვეცი ის, რაც მაწუხებს და კიდევ ერთხელ შემახსენებს ნაღვლიან ქართულ ამონაკვნესს: "თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასა"!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: