ნატალია ზაქარეიშვილი: „დღევანდელი ხელისუფლების ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი!“

ნატალია ზაქარეიშვილი: „დღევანდელი ხელისუფლების ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი!“

ეს ორი დღეა ჩემს თავს ვეღარ ვცნობ. თითქოს ძარღვებში სისხლი მაქვს გაყინული. გული გაქვავებული და ცრემლი გამშრალი. უამრავი კითხვა დამიგროვდა.....

საკუთარ თავთან სიკვდილ-სიცოცხლის ომი მაქვს გამოცხადებული.

ამაოდ ვეძებ სიმშვიდეს. რა დაგამშვიდებს ადამიანს, როცა უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან შენს გვერდით და ვერ ეხმარები. 

მთავარი კითხვა მაინც ის არის, რომ იყო, თუ არა შესაძლებელი ამ უბედურების თავიდან აცილება და მათი სიცოცხლის გადარჩენა?!

ორი აზრი არ არის, გამოძიება უნდა ჩატარდეს. ეს ჩვენ თვითონ 

გვჭირდება სიმართლისთვის !!!

პოლიტიკოსებს მივმართავ, იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ ბატონებო და ქალბატონებო , რა მძიმე ტვირთს ეჭიდებით, როცა ხელისუფლებაში მოდიხართ?!

იქნებ ახლა მაინც იგრძნოს წინა ხელისუფლების მესვეურებმა პასუხისმგებლობა და ეყოს მოქალაქეობრივი სინდისი, რომ აღიაროს დაშვებული შეცდომები. პატიება სთხოვოს ხალხს.

ბატონებო, იქნებ ახლა მაინც იაროთ თავდახრილებმა და ამის მერე მაინც ,, ხვალინდელ დაბრუნებაზე " ფიქრი შეწყვიტოთ.

დღეს მე ვერც იმ ექსპერტთა შეხედულებებს გავიზიარებ, რომელნიც თურმე ელოდნენ ამ კატასტროფებს, მოსალოდნელ შემთხვევებს და განგაშის ზარები არ შემოკრეს. იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ ,თუ რაზე უნდა შეყაროთ ქვეყანა, შეკრიბოთ ხალხი და მოაწყოთ გამოსვლები . ეს , ხომ ქვეყანსს იხსნიდა ამ კატასტროფისგან. და გადარჩემოდა ადამიანების სიცოცხლე. 

ახლა სად არიან ადამიანის უფლებების დამცველი ის ორგანიზაციები, რომელთა უშუალო მოვალეობაში შედის მსგავსი შემთხვევისგან მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა.

არც დღევანდელი ხელისუფლების ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი, რადგან მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, რისკების გათვლა მაინც 

უნდა შეგეძლოთ ბატონებო.

სინოპტიკოსების იმ ბიუროს მივმართავ, რომელთა უშუალო მავაალეობაა წინასწარ დაადგინონ მოსალოდნელი მძიმე მეტეოროლოგიული მდგომარეობა და წინასწარ გააფრთხილოს ხელისუფლება.

მაგრამ რა ვუთხრათ ყველამ ერთად, იმ უდანაშაულოდ დაღუპული ადამიანების სულებს, რომელიც ჩვენი, თქვენი 

და ყველასი ერთად დაუდევრობის მსხვერპლი შეიქნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: