ზვიად ნოდია: რას იღებს ანტიქრისტეს რაზმი სულის გაყიდვის სანაცვლოდ?

ზვიად ნოდია: რას იღებს ანტიქრისტეს რაზმი სულის გაყიდვის სანაცვლოდ?

"ინფორმაციაში, რომელსაც გავეცანი და განსასჯელად გთავაზობთ, ყურადღება მისაქცევია იმაზე, რომ

1) რუსეთის ყველა საინფორმაციო რესურსებს მართავს დასავლეთი(ანუ ერთობლივად მუშაობენ...), ხოლო მთელს „ზენაციონალურ გლობალურ საზოგადოებას“ კი - ოკულტური მსოფლიო მთავრობა;

2) ამ ფიჭური საზოგადოების წინასახეა გულაგი; მე დავძენ-დავაზუსტებდი, რომ ამ ნეომონათმფლობელობის წინასახეა ორგვარი (ზოგჯერ ორმაგი): ა) ფიზიკურ-ფსიქოლოგიური და ბ)ოკულტურ-ფსიქიკური ძალადობა...

ამ უკანასკნელს (ბ-ს) მიმართავდნენ ე. წ. ზებუნებრივი უნარის (იგულისხმეთ ეშმაკს განდობილები) მქონე ქურუმები, მოგვ-ჯადოქრები, ეზოთერიკები, და დღეს უკვე ის ძველი მაგია მეცნიერულ-ტექნიკურ ტექნოლოგიებითაა გამოყენებული ხალხთა სამართავად.

ხოლო, ა)-ს მიმართავდნენ ის ველური ტომები (ბესტიალურ-მხეცური მტრობით ან საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებით განპირობებული ბატონ-ყმური ხასიათის მჩაგვრელი ადამიანები...), რომელთაც ოდენ ფიზიკური ძალადობით ზომბირება ხელეწიფებოდათ... მაგალითად, აზიელი ჟუან-ჟუანები მოტაცებულს, ცხელი შირის(აქლემის მკვრივი ტყავი) თავზე ჩამოცმით წარსულ დავიწყებულ მონა-ტყვეს ( მანქურთს, რომელიც მხოლოდ პატრონს ცნობს და აკეთებს ყოველნაირ სამუშაოს და საჭმელ-ჩასაცმელის მეტი არაფერი უნდა), ხელახლა უყალიბებდნენ ახალ მეხსიერებას - „მე ვარ შენი მარჩენალი პატრონი და თუ ვინმე მოგიახლოვდა - მოკალი, რომ არ წაგართვას ჩემი ქონება(ნახირი, ფარა...), თორემ მშიერი დარჩები“...

ხშირად მომხდარა, რომ მშობლებს, და-ძმას უპოვნიათ იგი, მაგრამ მას ვერ უცვნია და მოუკლავს... ასე „მოაკვლევინეს“ ღმერთი დასავლეთ ევროპა-ამერიკას და შემდგომ მისგან დატრენინგ-დაზომბირებულებს, რომელთა ლოზუნგია - „ მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, რევოლუცია თუ ითხოვს ამას“.

 

განა ასე არ გვექცევიან მთავრობები და არასამთავრობოები, გაუკუღმართებული სექსუალური რევოლუციონერები და მსგავსი მოძალადეები?!... და რას იღებს ანტიქრისტეს რაზმი სანაცვლოდ? - საჭმელ-ჩასაცმელს... მეტი აღარაფერი უნდათ - არც სიწმინდე, არც ღირსება, არც სამოთხე!...

როგორც შესავალშივე ვთქვი, ყურადღებაა მისაქცევი კაცობრიობის დაპყრობაზე, რათა ბოლოსდაბოლოს გაცნობიერებულ იქნას, რომ უსჯულოების შეთქმულება თეორია კი არა, პრაქტიკაა, რომელიც მოსწრაფებით აღესრულება და თქვენ კი უძლურნი ხართ ამ მონსტრის წინაშე, თუკი ეკუმენიზმისგან (პანეკუმენისტი იერარქიისგან) არ გაანთავისუფლებთ ეკლესიას, რათა ღმერთმა გიხსნათ ნეომანქურთიზმისგან და პლუს -უსამოთხოდ დარჩენისაგან!..

მე გიზიარებთ ჩემს შეხედულებას და არა უცდომელ ჭეშმარიტებას: ჩემი აზრით, თავად მიკროჩიპი კი არაა მხეცის ბეჭედი, არამედ ეს გახლავთ ის მართვადი ხელსაწყო, რისი საშუალებითაც დაჩიპულებს ანტიქრისტეს ნიშანს მიაღებინებენ ძლიერნი ამა სოფლისანი; თუმცა, იქნებიან გამონაკლისებიც, ანტიეკუმენისტები, ანტიქრისტეს ბეჭდის და ეკლესიის გამრჩევები - ქრისტეს ეკლესიისგან, რომელთაც ღვთის განგებულება გამორთავს მართვადი ბაზიდან, ოკულტურ-ელექტრონული სისტემიდან, და მათი ნება უარყოფს ანტიქრისტეს ბეჭედს, რომელიც არის რელიგიური და არა მატერიალური, ანუ ციფრობრივი;

ციფრი 666 აღნიშნავს ნეომონათმფლობელთა ბატონობის დამღას, მაგრამ ეს არ უდრის - სულიერ დამონებას, თუკი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რელიგიური ნიშნით უტყუარია...

ეგრე, ძველი ქრისტეანენიც დატყვევებული და დანომრილი ჰყავდათ წარმართებს, მაგრამ შინაგანად, რელიგიურად და სულიერად ისინი არ შემცდარან, არ გატეხილან, ქრისტე არ დაუკარგავთ.

აი, ასეთ მართალ გამონაკლისებს, რომლებიც გარემოებებისდაგამო მოხვდებიან ეპოქალურ კლანჭებში, იხსნის ქრისტე და იმათ, ვინც ეპოქალურ-წუთისოფლისეულ სულს გაექცა და თავი შეაფარა ტყე-ღრე-კატაკომბებს, იმათაც სასწაულებრივი ღრუბლით ისე ფარავს უფალი ღმერთი, რომ ვერანაირი რადარები ვერ აფიქსირებენ.

http://uazro.ucoz.net/news/rusetis_pederatsiis_mtavrobis_gank'argulebit_2025_ts'lamde_titoeul_rus_mokalakes_elekt'ronul_chip's_chaunergaven/2011-10-22-168

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: