„ადამიანის უფლებები“ - ტრეინინგი ჟურნალისტებისთვის

„ადამიანის უფლებები“ -  ტრეინინგი ჟურნალისტებისთვის

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  ჟურნალისტებისთვის ორდღიან ტრენინგს ატარებს თემაზე: „ადამიანის უფლებები“.

 

ტრენინგი აღმოსავლეთ საქართველოს ჟურნალისტებისთვის ჩატარდება 1-2 დეკემბერს, ლოპოტას ტბაზე. გამგზავრება იგეგმება 30 ნოემბერს 15:00 საათზე, ხოლო ტრენინგი დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტებისთვის ჩატარდება 8-9 დეკემბერს ბათუმში, შერატონ მეტეხი პალასში. გამგზავრება იგეგმება 7 დეკემბერს, 15:00 საათზე.

 

ტრენინგს წარუძღვებიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები ადამიანის უფლებათა საკითხებში. 

 

ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას“ (G-MEDIA) ფარგლებში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: