ირაკლი ღარიბაშვილი: თუ დაიხურა რომელიმე თოქ-შოუ, ეს კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ დაიხურა რომელიმე თოქ-შოუ, ეს კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: "თუ დაიხურა რომელიმე თოქ-შოუ, ეს არის კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება და მე არ ვაპირებ ამაზე კომენტარის გაკეთებას"

 

როგორც პრემიერმა განმარტა, მთავრობამ დაამტკიცა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანა პირველ ადგილზეა. 

 

 

"მესამე წელია, ჩვენმა ქვეყანამ და მთავრობამ დაამტკიცა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ვართ პირველ ადგილზე. რაც არ უნდა ილაპარაკოთ, თქვენ და ოპონენტებმა, ეს მხოლოდ საუბარია. შედეგი არის ის, რომ მედია არის თავისუფალი. თუნდაც ის, რომ ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას გვისვამთ მთავრობის წარმომადგენლებს და არავითარი ზეწოლა ამ სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა მთავრობის მხრიდან, ეს არის აღიარება, ეს არის ფაქტი, ამას სჭირდება შეფასება და შესაბამისი დაფასებაც. თუ დაიხურა რომელიმე თოქ-შოუ, ეს არის კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება და მე არ ვაპირებ ამაზე კომენტარს. საჭიროა უფრო მეტი სიცხადე, გამჭვირვალობა და დასაბუთება, ეს უნდა მოჰკითხოთ ტელევიზიის ხელმძღვანელობას", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც დიდ დიღომში სარაგბო ბაზა გახსნა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: