Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
9-09-2015, 20:01
ნანახია: 635

დავით უსუფაშვილი: შეუძლებელია, ევროპა იყოს მთლიანი და თავისუფალი, თუ რეგიონში არ იქნება სტაბილურობა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟოლტ ნემეტის შეხვდა.

 

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველოში ყურადღებით აკვირდებიან ევროპაში შექმნილ ვითარებას, რომელიც კონფლიქტური ზონებიდან დიდი რაოდენობით მიგრანტების ევროპის კონტინენეტზე ჩასვლით არის გამოწვეული.

 

"საკმაოდ მძიმე სიტუაციაა შექმნილი და ეს ჩვენ ყველას გვაღელვებს", – აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

შეხვედრაზე საუბარი შედგა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპა შეუძლებელია იყოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი, თუ ამ რეგიონში არ იქნება სტაბილურობა. ამავდროულად, უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო, ასევე დიდი ყურადღებას აქცევს თავის აღმოსავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებს, როგორიც არის ჩინეთი, სადაც ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით იმყოფება.

 

დავით უსუფაშვილი სტუმარს საქართველოში მიმდინარე რეფორებზეც, მათ შორის, საარჩევნო რეფორმაზე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრა.

 

თავის მხრივ ჟოლტ ნემეტისმა განაცხადა, რომ საქართველო უნგრეთისთვის და უნგრელი ხალხისთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა და არსებული ურთიერთობები, რომელიც თაობებმა შექმნეს, ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია ორივე ქვეყნისთვის.