Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
11-09-2015, 12:55
ნანახია: 1015

თეა გოდოლაძე: წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენა საშიშია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის განცხადებით, წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენა საშიშია. 

როგორც გოდოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უმჯობესია, შემუშავდეს ალტერნატიული გზა, რადგან ამ გზაზე კვლავ არის აქტიური მეწყერული ფერდობები, რომელიც ხელსაყრელი პირობების შექმნის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩამოწვეს და გზა კვლავ დააზიანოს.

"წყნეთი-ბეთანიის გზაზე შესაძლებელია სხვა საინჟინრო კონსტრუქციის და გადაწყვეტილების მიღება, იქ ამ ეტაპზე, როდესაც მეწყერის ჩამოწოლის საფრთხეა, გზის აღდგენა საშიშია", - განაცხადა გოდოლაძემ. 

 

რაც შეეხება ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ე.წ. ახალ გზას, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გაიხსნას.

 

"ნამდვილად არ მაქვს ამ გზასთან დაკავშირებულ სამუშაოებთან შეხება. შესაბამის კომპეტენტურ სტრუქტურებს უნდა ვკითხოთ, თუ რა ხდება აღდგენასთან დაკავშირებით, გზა აუცილებლად უნდა აღდგეს. მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას აქვს ბუნებრივი საფრთხეები, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. ბუნებრივი საფრთხეების მიუხედავად, 21-ე საუკუნეა და სწორი კონსტრუქციით აშენებულ შენობებს და სხვადასხვა ინფრასტრუქტურებს, საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა გოდოლაძემ.