Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
14-09-2015, 13:07
ნანახია: 682

სოზარ სუბარი:ევროპის ქვეყნებთან შედარებით  საქართველოში ყურძნის ფასი არ არის ცუდი

დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ყურძნის ფასს საბაზრო ეკონომიკა არეგულირებს, ამის შესახებ სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

 

 

,,ყურძნის ფასი იქნება, თუ კარტოფილის ფასი, ყოველთვის ერთნაირი არ იქნება. რომელიღაც წელს იმატებს, რომელიღაც წელს იკლებს. ეს დამოკიდებულია მოსავალზე, დამოკიდებულია ბაზრებზე. ეს ყველამ უნდა მივიღოთ. საბაზრო ეკონომიკა, იმიტომ არის საბაზრო ეკონომიკა, რომ ამ საბაზრო ეკონომიკას უნდა ვემორჩილებოდეთ. ეს არის ის ფასი, რაც არის და ეს არ არის ცუდი ფასი, რომ შევადაროთ ევროპაში რა ფასებია. მაგალითად, საფრანგეთში, რომლის ღვინოც არის მაღალხარისხიანი, უფრო ნაკლებია ფასი, ვიდრე გვაქვს საქართველოში"", - განაცხადა სუბარმა.