Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
14-09-2015, 18:57
ნანახია: 651

დავით უსუფაშვილი: დამეხმარეთ, რომ  კომისიის წევრებმა კომისიის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიიღონ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებების პროექტზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და მისი შესაბამისი ჯგუფი იმსჯელებენ. 

 

აღნიშნული განცხადება უსუფაშვილმა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელია, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

ბიუროს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა წარუდგინა ინფორმაცია, იმ 80 დეპუტატის ხელმოწერის ნამდვილობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის განხლვის დაწყება იგეგმება. ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა აღნიშნული პროექტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში განხილვა მოითხოვა და განაცხადა, რომ კომისია ფაქტობრივად არ მუშაობს.

 

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კომისიაში არ მუშაობენ და ამ მხრივ სტატისტიკა არავის სასარგებლოდ არ მეტყველებს.

 

"ძალიან კარგია, რომ თქვენ ამ კომისიასთან დაკავშირებით რაიმე მოითხოვეთ, რადგან თითქმის ორი წელია, არა თუ მოგითხოვიათ რამე, არამედ საერთოდ არ მიგიქცევიათ ყურადღება, გარდა თქვენი პოლიტიკური გუნდის ერთი ან ორი წარმომადგენლისა, რომელიც მართლა კარგად მუშაობს. მაგალითად, ლევან ბეჟაშვილი. თქვენ, როგორც პოლიტიკური ჯგუფის ერთ-ერთ ხელმძღვანელს სტატისტიკას მოგართმევთ, რათა მიიღოთ ზომები, როდესაც საკონსტიტუციო კომისიის ან მისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები იმართება. გთხოთ, დამეხმარეთ, რომ ზომები იყოს მიღებული, რომ კომისიის წევრებმა კომისიის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიიღონ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით ჩატარებას ითვალისწინებს. ამავე ცვლილებებით დაგეგმილია საარჩევნო ზღვარის 5%-დან 4%-მდე შემცირება.