დავით უსუფაშვილი:თუკი პრობლემა მხოლოდ ხელმოწერაა,მოსამართლესთან შეიძლება გადაწყვეტილების მიტანა

დავით უსუფაშვილი:თუკი პრობლემა მხოლოდ ხელმოწერაა,მოსამართლესთან შეიძლება გადაწყვეტილების მიტანა

თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გამოქვეყნებას ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა აფერხებს და პრობლემა მხოლოდ ქაღალდზე ხელის მოწერაა, მაშინ მოსამართლე თუ ვერ მიდის სასამართლოში , შეიძლება მოსამართლესთან გადაწყვეტილების მიტანა, - აღნიშნული განცხადებით დავით უსუფაშვილი გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა. 

 

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ის აღნიშნულ თემაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ესაუბრა. 

 

"უკიდურესად არასასურველი მოვლენაა ყველაფრისთვის – პირველ რიგში სასამართლოსთვის და მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის, ჯერ დაანონსდა გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდგომ მოგვიანებით ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ტექნიკურად არ არის მზად, რადგან ერთ-ერთი მოსამართლე ჯანმრთელობის გამო გადაწყვეტილებაზე ხელი მოწერას ვერ ახერხებს და გადაწყვეტილება ვერ გამოცხადდა. გუშინ საუბარი მქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან. ვთხოვე, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს საკითხში სიცხადე. ჩვენ არ გვისაუბრია არაფერზე, რაც გადაწყვეტილების შინაარს შეეხება, მაგრამ ის, რომ გაჩნდა გარკვეული საბაბი სხვადასხვა მითქმა-მოთქმის – ერთი მხრივ იმისა, რომ ჯერ დაუსრულებელი თუ ტენიკურად გაუმართავი გადაწყვეტილების გამოცხდება დაანონსდა და ხომ არ არის რაიმეს გამო ზედმეტი სიჩქარე, მეორე მხრივ, როდესაც სრულიად გაუგებარი თუ არადამაჯერებელი მიზეზის გამო, გადაწყვეტილებაზე მოსამართლის ხელმოწერის დასმა ვერ მოხდა - ხომ არ არის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა. არც ერთი და არც მეორე ვერსია ცალ-ცალკე, თუ ერთობლიობაში არ ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დამკვიდრდეს და სასამართლო იმ ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობდეს, რაც აუცილებელია. პაპუაშვილმა საუბრისას ბრძანა, რომ დღეს კიდევ გაერკვევა სიტუაციაში, თუ რაშია საქმე. იმედი მაქვს, რომ არ იქნება არც ზედმეტი სიჩქარე და არც ხელოვნური შეფერეხება. სასამართლოში მხარეები იმიტომ მიდიან, რომ რაღაც საკითხებზე არის შეუთანხმებლობა, ამიტომ ვიღაც რაღაცით კმაყოფილია, რაღაცით – უკმაყოფილო. ეს არ არის სასამართლოს თუ მოსამართლეების განსჯადი საკითხი. სასამართლომ და მოსამართლეებმა უნდა განსაჯოს, არსებული თემა, დავა და დანარჩენი – კმაყოფილები და უკმაყოფილოები თავად მოახერხებენ პოზიციების გამოთქმას. ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს – არა იმიტომ რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარეა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სისტემის ერთ-ერთი ის ინსტიტუტი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოც მოიაზრება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: