მიგრანტებთან დაკავშირებით, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტი დაინიშნოს

მიგრანტებთან დაკავშირებით, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტი დაინიშნოს

მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით 22 სექტემბერს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრა დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. 

 

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საბოლოოდ მაინც ვერ შეთანხმდნენ იმ კვოტებთან დაკავშირებით, რაც დევნილების მიღებას უკავშირდება.

 

გარდა ამისა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი ამ დროისთვის ევროკავშირის ლიდერებთან კონსულტაციებს მართავს იმისთვის, რომ შს მინისტრების შეხვედრა შეაჯამონ და გადაწყვიტონ, დაინიშნოს თუ არა ევროკავშირის ქვეყნების მეთაურთა სამიტი მიგრაციის საკითხებზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: