Iverioni
«    სექტემბერი 2014    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
19-11-2012, 11:24
ნანახია: 346

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, დღეს თბილსის ზოგერთ უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება, რის მიზეზიც მიმდინარე ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოებია.

 

ამდენად, დღეს 20:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: ისანი-სამგორის რაიონში ვაზისუბნის ზოგირთ კორპუსს, ვარკეთილის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, აფრიკის დასახლებას, ქვემო ფონიჭალის დასახლებას. 

 

გლდანი-ნაძალადევის რაიონში: გლდანის მე-3, მე-5, მე-8 მ/რაიონებს, გლადნულის დასახლებას, თემქის მე-3 მ/რაიონს. 

 

ვაკე-საბურთალოს რაიონში: დიდ დიღომში ი.პეტრიწის ქ.#10, ატენისა და ყიფშიძის ქუჩებს.

 

"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი და სარეაბილიტაციო სამუშაოები რაც შეიძლება მოკლე დროში დაამთავროს", _ აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.