ბექა ბასილაია: განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილს სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ

ბექა ბასილაია: განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილს სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ

გიგი უგულავას ადვოკატები მოსამართლის მიერ გუშინ მიღებული განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. 

ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უგულავას დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს. 

 

"მოსამართლე ჩხიკვაძის პირით საუბრობდა "ქართული ოცნება". გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ არა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, ჩვენ ნებისმიერ სამართლებრივ გზას მივმართავთ, ნებისმიერ იმ სამოქალაქო აქტივიზმის გზას მივმართავთ, რაც გიგი უგულავას გასათავისუფლებად იქნება საჭირო. მას შემდეგ, რაც ერთი დღე გათავისუფლებული ადამიანი უკან შეაბრუნა სასამართლომ, რომელიც წელიწადნახევარი უკანონო პატიმრობაში იყო, ამის შემდეგ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავის თავს ჰკითხოს, თუ გაუჩნდა ხელისუფლებას მათი დაჭერის ინტერესი, ვინ უნდა დაიცვას ისინი, ამ სასამართლომ?!", - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: