Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
19-09-2015, 22:13
ნანახია: 1138

სოსო ცინცაძე:

"ივერიონს" ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

-ბატონო სოსო, საზოგადოება აღშფოთებას გამოთქვამს პროკურატურის მიმართ, რომელმაც კანონიერ ვადაში ვერ შეძლო გიგი უგულავასთვის ბრალი დაემტკიცებინა. რატომ მოხდა ასე?

-ეს შეკითხვა ხელისუფლებას, პროკურატურასა  და იუსტიციის  სამინისტროს უნდა დავუსვათ. ჩემი აზრით კი   ორი მიზეზი  შეიძლება  იყოს - პირველი, მისთვის ბრალი რთულად დასამტკიცებელი აღმოჩნდა,  თუმცა ამ  ბრალის შესახებ  ყველამ იცის...   და, მეორე,   სამხილი, ფაქტობრივად,  ვერ მოუძებნეს. 

რაც შეეხება უგულავას გათავისუფლებასა  და კვლავ ციხეში შესახლებას, მე, როგორც ადამაინი,  სინანულს გამოვთქვამ,  რომ მას თავისუფლებისთვის 3-4 დღეც  არ მისცეს. დისკომფორტს  განვიცდი, რომ იმ ბავშვს, უგულავას ქალიშვილს ვგულისხმობ,  არ მიეცა მამასთან 3 დღით ყოფნის საშუალება. კი, ბატონო, კანონი  მკაცრია, მაგრამ არ მესმის, რა დაშავდებოდა  4 დღე მაინც მიეცათ მხოლოდ იმიტომ,  რომ თავის შვილებთან ყოფილიყო? მე  უცრემლოდ ვერ შევხედე მის ურთიერთობას თავის ქალიშილთან.  ვისზეც ეს არ მოქმედებს, იმას არც შვილები უყვარს და არც შვილიშვილები! 

-როგორ ფიქრობთ, რა ელის მომავალში უგულავას?

-ეტყობა,  მტკიცების მხარე, ჯერ-ჯერობით,  კიდევ  არგუმენტებს აგროვებს. სააკაშვილის  დროს  ადეიშვილის მიერ მიღებული  უვადო ძიების კანონი სასწრაფოდ გასაუქმებელია და შემოსაღებია ე.წ. ამერიკული მოდელი - ჯერ აგროვებენ სამხილებს და მერე აპატიმრებენ დამნაშავეს.  

- თქვენი აზრით, სასამართლოს მიერ უგულავას გამართლებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კიდევ ერთი  რაუნდი ხომ არ წააგო "ქართულმა ოცნებამ"?  

-"ქართულმა  ოცნებამ"  წინასაარჩევნო  პერიოდში რიგით  მოსახლეობასთან, ე.წ. ქსენია დიასახლისებთან  ავტორიტეტი ვერ განიმტკიცა, თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთი კანონი არ ღირს ბავშვის ცრემლად. კანონი მკაცრი, მაგრამ ადამიანური უნდა იყოს,  რადგან ადამიანისთვის იწერება!

-უგულავას გამართლება ნიშნავს,  რომ "ნაციონალები"  აიღებენ თავიანთ თავზე წინასაარჩევნო ინიციატივას?

- გამოვრიცხავ, რადგან "ნაციონალურმა  მოძრაობამ"  ძალიან დაკარგა ნდობა საზოგადოების თვალში.  მას   წამგებიანი მომენტებიც  აქვს, მაგალითად,  მისი საპარლამენტო  ფრაქცია დაიშალა და ჯაფარიძე-კუბლაშვილმა  შექმნეს რაღაც ახალი პოლიტიკური  ცენტრი, თუმცა  რა განსხვავებაა მათ შორის, არ ვიცით.  როცა პარტიაში ბზარი ჩნდება, ეს  მიქელ - გაბრიელის  ზარის ხმას ნიშნავს- მათ არ უნდა დაეშვათ ამ "ზეციური პოლიტცენტრის"  შექმნა. 

ჯერ ერთი,  ეს რა პოლიტიკური  ცენტრია -  სამი  კაცი გამოვიდა და იძახიან,  ცენტრი ვართო, 3-კაციანი ცენტრი რას მიქვია? თან ამ 3 კაცს საზოგადოება ლიდერად  არ იცნობს- ისინი  ლიდერად  არ დაბადებულან,  სააკაშვილისგან  განსხვავებით. "ნაცმოძრაობამ" ჯერ  თავის რიგებში დაამყაროს წესი  და ერთობა და მერე იზრუნოს საზოგადოების  კონსოლიდაციაზე.  რაც შეეხება " ქართულ  ოცნებას", მან ვერ გამოიყენა "ნაციონალების"  სისუსტე.

-ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, "მეფე " ანუ " ქართული ოცნება" , ფაქტობრივად, "შიშველია"?

-არც მეფე  არსებობს საქართველოში და ვერც  "ქართული  ოცნება" ემზადება ხეირიანად  არჩევნებისთვის.  პატარა ბიჭი კობახიძე კია აღმასრულებელი მდივანი, მაგრამ მან საზოგადოებას თავი ჯეროვნად ვერ გააცნო. რას წარმოადგენს  ის "ოცნებაში",  "ოცნების" წევრებმაც კი არ იციან. არადა  წინ რთული არჩევნებია ყველა პარტიისთვის,  თუნდაც  მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის  გამო. მეტ-ნაკლებად,  დინამიზმი ალასანიას პარტიაში  შეინიშნება, რადგან  დადის რაიონებში და ხალხს ხვდება, თან ტელევიზიის  ეფექტსაც  იყენებს, სხვები (ბურჯანაძის გარდა)  დუმან. ერთი სიტყვით, ძალიან აჭრილი სიტუაციაა, თუმცა  ხელისუფლება  ინერციულ ფავორიტად მაინც  ითვლებ. ასეთ პერიოდში კი გადამწყვეტ ძალად ადმინისტრაციული რესურსი იქცევა ხოლმე და ეს ტრადიცია უნდა დაირღვეს! 

 

                                                                                            ესაუბრა ია ჯღარკავა