გია ხუხაშვილი: "ხელისუფლებამ "გოლი" ისევ საკუთარ კარში გაიტანა!"

გია ხუხაშვილი: "ხელისუფლებამ "გოლი" ისევ საკუთარ კარში გაიტანა!"

"ივერიონს" ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი: 

-ბატონო გია, საზოგადოება აღშფოთებას გამოთქვამს პროკურატურის მიმართ, რომელმაც კანონიერ ვადაში ვერ შეძლო გიგი უგულავასთვის ბრალი დაემტკიცებინა. რატომ მოხდა ასე?

-მხოლოდ უგულავაზე ნუ ვიტყვით ამას და უფრო ფართო მასშტაბით შევხედოთ ასეთ საქმეებს, რომლებმაც სისტემური ხასიათი შეიძინა  (გავიხსენოთ ახალაიას საქმე).  ნუ დაგვავიწყდება, რომ კეზერაშვილი გამართლდა, ანუ ეს სისტემური პრობლემაა და იძლევა იმის ფიქრის საბაბს, რომ აქ მხოლოდ არაპროფესიონალიზმთან კი არ გვაქვს  საქმე, არამედ  იმასთანაც, რომ პროკურორს შეგნებულად შეუძლია საქმის დანგრევა . ხელისუფლება კი თითს  უზენაეს სასამრთლოსკენ იშვერს, თავის სამზარეულოში  სიტუაციის დალაგების ნაცვლად.  არადა ჯერ შიგნით უნდა მოემზადოს, პირი დაიბანოს და მერე დაიწყოს სხვისი პრობლემების გადაწყვეტა. ხელისუფლების  მთავარი პრობლემა  და  უგულავასთან მარცხის საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილებაში კი არ არის, არამედ სამართალდამცველ სისტემაში. ასე რომ,  კითხვები ჩნდება და ხელისუფლებას ვურჩევ,  სერიოზულად დაფიქრდეს, რა ხდება სინამდვილეში. 

-საკონსტიტუციო  სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარგამიზნული გადაწყვეტიოლებაა თუ პროკურორის არაპროფესიონალიზმის გამოვლინება, რომლებზეც ხშირად აპელირებენ საზოგადოებაში?

-ამ მხრივ დაბეჯითებით რაიმეს თქმის საფუძველი არ მაქვს, თუმცა  ის,  რომ გუშინწინ, როცა  საკონსტიტუციო  სასამართლოს  გადაწყვეტლების სასამართლო გაფორმების პროცესი მიდიოდა, იქ რაც პროკურორებმა გააკეთეს,  დროის  რამდენიმე საათით გახანგრძლივების მიზნით, ეს ხომ ხელისუფლებისთვის პოლიტიკური  ზიანის მომტანი  და უაზრო გადაწყვეტილება იყო? აქაც ხომ თავის კარში გაიტანა გოლი ხელისუფლებამ?  ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ აკეთებს  ასეთ რაღაცას!

- თქვენი აზრით, სასამართლოს მიერ უგულავას გამართლებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კიდევ ერთი რაუნდი წააგო "ქართულმა ოცნებამ"?  

-ერთეული  შემთხვევები პროცესს ვერ განსაზღვრავს, მაგრამ ამ ერთეულებს  დიდ სურათად თუ წარმოვიდენთ, რა თქმა უნდა,  ხელისუფლებას  სერიოზული  პრობლემა აქვს  არა იმიტომ, რომ "ქართული  ოცნება"   ელექტორატს კარგავს, რომელიც  " ნაციონალურ მოძრაობასთან"  არ წავა, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას საზოგადოებასთან ხიდჩატეხილობა უქმნის პრობლემას და,  გარდა ტაქტიკური წაგებებისა,  მისი პრობლემაა ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა, სოცრისკები, საგარეო  და საშინაო გამოწვეები, არაეფექტური მმართველობა - ეს ყველაფერი რომ შევაფასოთ,  სად მივა 1 წლის შემდეგ,  დიდი პრობლემაა ხელისუფლებისათვის,  რომლის მთავარი ოპონენტი დღეს ქართული საზოგადოება გამხდარა. 

-უგულავას გამართლება ნიშნავს,  რომ "ნაციონალები"  აიღებენ თავიანთ თავზე წინასაარჩევნო ინიციატივას?

-"ნაციონალები"  გააგრძელებენ თავიანთ ბრძოლას,  მაგრამ გამარჯვების  იმედი არ ექნებათ, ისინი ხელისუფლებას  დარტყმას უფრო პოსტსაარჩევნოდ მიაყენებენ, რადგან ხელისუფლება  მოიგებს არჩევნებს, თუმცა სუსტი ლეგიტიმაციით, ამიტომ აუცილებლად შეეცდებიან ადმინსტრაციული რესურსის გამოყენებას და სწორედ ამას გამოიყენებს მთელი ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგების გაუქმების ლოზუნგით დადგება თუნდაც  "ნაციონალების" გვერდით. ქვეყანაში შეიქმნება რეალური კრიზისი, რომელსაც ეს ხელისუფლება ვერ გადაიტანს! 

 

                                                 ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: