დავით უსუფაშვილი: ადამიანის უფლებები ის სფეროა, სადაც ქართულ სახელმწიფოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა

დავით უსუფაშვილი: ადამიანის უფლებები ის სფეროა, სადაც ქართულ სახელმწიფოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას - რაც გიგი უგულავასთან მიმართებაში მოხდა, ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდაო, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აფასებს:

 

"მე ვისურვებდი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ანალიზი არა ბოლო ერთ კვირას დაუთმოს ან სამ წელიწადს, არამედ 10 წელიწადს და ძალიან მარტივად დაინახავენ, რომ ადამიანის უფლებები ის სფეროა, სადაც ქართულ სახელმწიფოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და წარმატება.

 

"ნაციონალურ მოძრაობას" თავად რომ მოეგვარებინა ეს პრობლემები და მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი იმ დონით, რა დონითაც დღეს არის, პატიმრების უფლებები დაცული ყოფილიყო იმ დონით, რა დონითაც ახლაა, პოლიტიკური ჩარევა სასამართლოში და მართლმსაჯულებაში ყოფილიყო ისე დაბალი, როგორიც დღესაა, ჩვენ საშუალება მოგვეცემოდა, კიდევ უფრო წინ წაგვეწია ეს საქმე.

 

"ნაციონალურ მოძრაობას" ვურჩევდი, რომ დინამიკაში შეხედოს პრობლემებს და ნათლად დაინახავენ, რომ პროგრესი სახეზეა. რაც შეეხება უკმაყოფილებას კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, ეს გარდაუვალი საკითხია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: