პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს NGO-ები ეცნობიან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს NGO-ები ეცნობიან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონპროექტს აცნობს, რომლის მიხედვითაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის რეგულირების სფეროს გაფართოება და მასში რამდენიმე ცვლილების შეტანა იგეგმება. თამარ ქალდანის განცხადებით, ცვლილებების შეტანის აუცილებლობა კანონში არსებული ხარვეზებითაა განპირობებული.

 

,,ჯერ კიდევ არსებობს სფეროები, რომლებზედაც კანონის მოქმედება არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, გვაქვს სურვილი და ამას ითვალისწინებს ევროპული კანონმდებლობაც, რომ ყველაფერზე, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს. ამავე დროს არსებობს კონკრეტული თემები, მაგალითად აუდიომეთვალყურეობა, რომელიც საერთოდ არ რეგულირდება. პრაქტიკაში ეს წარმოადგენს პრობლემას, მათ შორის კერძო სექტორშიც და გვინდა, რომ კანონმა ასეთი ტიპის საკითხების რეგულირება მოიცვას",- განაცხადა კონფერენციაზე თამარ ქალდანმა.

 

ორი დღის წინ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კანონპროექტი საჯარო უწყებების წარმომადგენლებს გააცნო. დღეს მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ გამართულ კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები განიხილავენ, ხვალ კი საკანონმდებლო ინიციატივას უკვე კანონმდებლები გაეცნობიან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: