ირაკლი შოთაძე:პროკურატურას გიგი უგულავას განაჩენზე განსხვავებული პოზიცია აქვს და გამამართლებელ ნაწილს არ ეთანხმება

ირაკლი შოთაძე:პროკურატურას გიგი უგულავას განაჩენზე განსხვავებული პოზიცია აქვს და გამამართლებელ ნაწილს არ ეთანხმება

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურას თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განაჩენზე განსხვავებული პოზიცია აქვს და გამამართლებელ ნაწილს არ ეთანხმება.

 

"რაც შეეხება გამამტყუნებელ ნაწილს, ის გულისხმობს "თბილსერვის ჯგუფის" ეპიზოდს, სადაც თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გამტყუნდა 5 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისათვის. რა თქმა უნდა, ამ ეპიზოდს ვეთანხმებით. რაც შეეხება საქმის მეორე ნაწილს, სადაც ბრალდეუბლების სახით მიცემული იქნა გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, ამ ნაწილში გამამართლებელ განაჩენს არ ვეთანმხებით. ვფიქრობთ, რომ ამ ეპიზოდში სახეზეა ყველაფერი ისედაც ნათლად. აქ რომ არც არანაირი მტკიცებულება არ ყოფილიყო, ჩემი მოსაზრებაა პირადად, როგორც იურისტის, რომ ამ ეპიზოდზე უნდა დამგდარიყო განაჩენი. შევახსენებ საზოგადოებას, რომ 2006 წელს საქართველოს დედაქალაქის მთავრობამ აუქციონის წესით ე.წ. რიყის ტერიოტრია გაყიდა 7 მილიონ ამერიკულ დოლარად, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ იმავე კომპანიიდან, რომელმაც აუქციონში გაიმარჯვა, უკან გამოისყიდა და თანაც 17 მილიონად. ანუ სხვაობა იმ ფასს შორის, რომელიც თბილისის მერიამ გადაიხადა, 10 მილიონ დოლარს წარმოადგენს. ჩემი აზრით, აქ ცალსახაა დანაშაულის ნიშნები", - განაცხადა შოთაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჩართვისას. 

 

მისი თქმით, პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია, რომელსაც სააპელაციო სასამართლოზე წარადგენს.

 

"ვიმედოვნებთ, სააპელაციო სასამართლოში შესაბამისად დავაყენებთ გამამტყუნებელ განაჩენს სწორედ იმ მტკიცებულებების ხარჯზე, რომელიც მოპოვებული გვაქვს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით.

ჩვენს განმარტებებს შესაძლოა, მისცემოდა სასამართლოზე ზეგავლენის ნიშნების ელფერი. დღევანდელი მართლმსაჯულება ძალიან განსხვავდება იმ მართლმსაჯულებისგან, რომელსაც ყველა მიჩვეულია. ადრე მიჩვეულები ვიყავით, რომ განაჩენები ძალიან მალე დგებოდა. დღეს საქართველოს პროკურატურა სრულიად განსხვავებული რეალობის წინაშეა. პროცესი თანაბრობის, გამჭირვალობის პირობებში მიმდინარეობს. თითოეულ საქმეზე საქართველოს პროკურატურას უამრავი მტკიცებულება აქვს მოპოვებული, შესაბამისად დიდი დრო სჭრდება ამ მტკიცებულებების გამოკვლევას. უნდა მივეჩვიოთ, რომ დღევანდელი მართლმსაჯულება ევრპულ დონეზეა მისული და შევეგუოთ იმას, რომ პროცესები გაჭინაურებულია, თანაც ისეთ რეზონანსულ საქმეებზე, როგორიცაა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ბრალდების საქმე. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ ამ საქმეზე 87 მოწმეა დაკითხული", - განაცხადა შოთაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: