საქრთველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით პარიზში ბიზნეს ფორუმი ჩატარდა

საქრთველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით პარიზში ბიზნეს ფორუმი ჩატარდა

საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშილის ხელმძღვანელობით პარიზში იმყოფება, სადაც დღეს ბიზნეს ფორუმი ჩატარდა.

 

საქრთველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის პრეზიდენტი, ჟან ბურელი მასპინძლობს და მისი მიზანია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ფრანგული ბიზნესსაზოგადოებისათვის გაცნობა და მათი კონკრეტული პროექტებით დაინტერესება.

 

ღონისძიებაზე პრეზენტაციებით წარდგნენ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი.

 

ბიზნეს ფორუმი ასევე ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის სესიას და ორმხრივ შეხვედრებს.

 

ფორუმის ფარრგლებში ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და MEDEF-ს შორის ასევე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ინფორმაციის რეგულარულ გაცვლასა და ბიზნეს ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზებაში ერთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: